ოფიციალური ვერსიით, ელექტროსადგურის უსაფრთხობის გაძლიერებაზე მუშაობდნენ და ექსპერიმენტიც ამ მიზანს ემსახურებოდა.
ატომურ ელექტროსადგურს სჭირდება აქტიური გაგრილება. ამ გაგრილებას ემსახურებოდნენ ტუმბოები , ხოლო გარე ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში ამ ტუმბოებს ამუშავებდა სამი დიზელგენერატორი. მაგრამ ამ სამს სჭირდებოდა 1 წუთი სრული სიმძლავრის მისაღწევად.
მოიფიქრეს, რომ გამოეყენებინათ ტურბინის კინეტიკური ენერგია ტუმბოების ასამუშავებლად. გათიშვისას ეს ენერგია საკმარისი იქნებოდა 45 წამით ტუმბოების ასამუშავებლად. შემდეგ კი გენერატორებიც დაემატებოდნენ.
ჩატარდა სამი ტესტი, 1982, 1984, 1985 . სამჯერვე ვერ მიიღეს სასურველი შედეგი. მეოთხე იყო ეს.
ტესტის ჩასატარებლად უნდა გამოერთოთ ელექტროსადგური. გამორთეს და მიაყოლეს რამდენიმე უსაფრთხოების სისტემაც.
შემდგომში ოლქში ელექტროენერგიის უკმარობის გამო ხელახლა ჩართეს. მაგრამ უსაფრთხოების სისტემები აღარ ჩაურთიათ.
ტესტი უნდა ჩაეტარებინა დღის ცვლას. მაგრამ ხელახლა ჩართვის გამო ტესტი გადაიდო ღამემდე. ღამის ცვლა არ იყო სათანადოდ მომზადებული.
დღის განმავლობიაში მუშაობის შედეგად წარმოიქმნა ქსენონ-135, რომელიც რეაქციას ანელებდა. ამას დაემატა ადამიანური შეცდომა : მარეგულირებელი ღეროების ძალიან ახლოს დამაგრება.
შედეგად გამორთვისას, სიმძლავრე დაეცა არა გათვალისწინებული სითბურ 700 მეგავატზე არამედ 500-ზე , და შემდგომ 30-მდეც ჩამოვიდა.
სიმძლავრის გასაზრდელად. გამორთეს ღეროების კონტროლის ავტომატური სისტემა და მათი ნაწილი ხელით ამოიღეს.
სიმძლავრე გაიზარდა 160-200 მეგავატამდე. ქსენონი ისევ გროვდებოდა, რის გამოც დამატებით ხელით კიდევ ამოიღეს მარეგულირებელი ღეროები.
ბირთვის ტემპერატურა არასტაბილური იყო. დააიგნორეს.
რეაქტორში ზედმეტი წყალი დაგროვდა და სიმძლავრე დაეცა. გამორთეს ორი ტუმბო, რომელიც გამაგრილებლის წრიულ მოძრაობას (ცირკულაციას) უზრუნველყოფდა, დამატებით ხელით კიდევ ამოიღეს მარეგულირებელი ღეროები.
ექსპერიმენტის ჩატარებამდე სადგური არასტაბილური იყო. 211 საკონტროლო ღეროდან მინიმუმ 28-ს უნდა ემუშავა, აქტიური იყო 18. ავტომატური უსაფრთხოების სისტემების დიდი ნაწილი გამორთული იყო.
1:23:04
ექსპერიმენტი დაიწყო.
ტურბინას ორთქლის მიწოდება შეუწყდა. 1:23:43 -ზე მანამდე ჩართულ დიზელის გენერატორებს უნდა აემუშავებინათ ტუმბოები. რადგანაც ტურბინის ბრუნვა ნელდებოდა, ტუმბოებიც შენელდნენ და ბირთვის ტემპერატურა გაიზარდა. სიმძლავრე გაიზარდა. კიდევ მეტი წყალი აორთქლდა და სიმძლავრე კიდევ უფრო გაიზარდა... თუმცა მარეგულირებელი ღეროების სისტემა ცდილობდა სიმძლავრის ზრდის შეჩერებას... მას ამისთვის მხოლოდ 12 ღერო გააჩნდა.
1:23:40
დაიწყო ავარიული გათიშვა (ზუსტი მიზეზი უცნობია). ყველა, 211-ვე ვღერო ჩაეშვა რეაქტორში. სამწუხაროდ, ცუდი კონსტრუქციის გამო, ღერო თავიდან აჩქარებდა რეაქციას და უკვე შემდგომში ანელებდა მას.
სამ წამში სიმძლავრე გაიზარდა სითბურ 530 მეგავატამდე, შემდგომ უკვე 33 000 მეგავატამდე (ათჯერ მეტი ნომინალურ სიმძლავრეზე). საკონტროლო ღეროები გაიჭედნენ გზაში. დაიწყო ჯაჭვური რეაქცია.
წარმოქნილმა წნევამ გამოიწვია აფეთქება ,რომელმაც აგლიჯა სახურავი. მეორე აფეთქებამ გაანადგურა ბირთვი და შეაჩერა ჯაჭვური რეაქცია.
https://en.wikipedia.org/wiki/Chernobyl_disaster#Accidenthttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A9%E1%....83.98.E1.83.90ჯამში : ცუდი კონსტრუქცია+ დაუდევრობა / გაუთვითცნობიერებლობა/ შეცდომები + გარემო პირობები = ჩერნობილის ტრაგედია.
ეს გახლავთ მთავარი, რაც მინდოდა მეთქვა. ახლა მომეცით სტატისტიკა, რომელსაც დავეყრდნობი.
ადამიანი რომელიც იმ ჩარჩოში ჯდება რომელიც არანაირ ჩარჩოში არ ჯდება Datvlas_vin_gtxоvs
auf wiedersehen