არავინ აღიქვამს ამას სერიოზულად სამეგრელოში და ზოგადად მეგრელებში.
2007 წლიდან გააქტიურდა ეგ კაცი და მხარდამჭერები ვერ შეიძინა პრაქტიკულად.
მისი სკანდალური ვიდეოები და სტატიები ბევრი გამოქვეყნებულა ამ წლებში.
ტიპი არის მარგინალი.
მაგრამ ნახევარი საქართველო იცნობს, თუ მეტი არა.
მე მგონია, რომ გარკვეული იდეოლოგიის ხალხს შეიძლება აწყობდეს მისი ,,მოღვაწეობა".
ანუ საუბარია იმ ხალხზე, ვისაც სურს ამ ქართველური ენების შენარჩუნება-განვითარების დისკრედიტაცია.
ტიპი იძახის, რომ სახელმწიფომ უნდა გადადგას ნაბიჯები მეგრულის, ლაზურის და სვანურის შენარჩუნებისთვის.
თუმცა, ამასთანავე იძახის, რომ სურს სამეგრელოს პოლიტიკური დამოუკიდებლობის აღდგენა.
საკითხში ჩაუხედავი, ასევე გარკვეული შიშებით შეპყრობილი ადამიანებისთვის უკვე ეს ორი რამ ასოცირდება ერთმანეთთან, ამ კაცის ,,მოღვაწეობის" წყალობით.
დააკვირდით, ტიპი არ არის განათლებული, არ აქვს რესურსები, არ ჰყავს სერიოზული გუნდი.
აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, რომ თუნდაც მცირე ნაწილში შეძლოს მხარდაჭერის მოპოვება.
თუმცა, ზოგიერთისთვის სალაპარაკო თემა არსებობს, რომ ქართველური ენების შენარჩუნება სეპარატიზმს უწყობს ხელს.
მაგალითად სწორედ იურა და მისი გამოხდომები მოჰყავთ.
არადა, ენის შენარჩუნება სხვაა, სეპარატიზმი და დამოუკიდებლობის სურვილი — სხვა.
შუა უზის დიდი მზღვარი ამ ორ რამეს.
როდესაც დამტკიცდა მეგრული ვიკიპედია 2011 წელს, სამწლიანი ინკუბატორში ყოფნის მერე, პირველი, რაზეც ევთანხმდით ამ პროექტზე მომუშავენი, იყო ის, რომ იურა არ გაგვეკარებინა პროექტისთვის.
აქაც სხვადასხვა ნიკებით პოსტავდა თავის დროზე და მეც მქონია დაპირისპირება.
ფეისბუქზეც მქონია დაპირისპირება და მიმაბლოკა.

მაგრამ როგორც ზემოთ ვთქვი, მეგრული ვიკიპედია და ენის შენარჩუნება-განვითარებისთვის და პოპულარიზაციისთვის გაკეთებული სხვა ზოგი საქმე თუ იდეა აღიქმება სეპარატიზმის გაღვივების მცდელობად გარკვეულ ნაწილში და ერთ-ერთ არგუმენტად იურას ,,მოღვაწეობა" მოჰყავთ ხოლმე კამათისას.
This post has been edited by ფორცხოლი on 30 Apr 2016, 23:13
. .