საქმეც მაგაშია რომ მთლად ჭორებზეც არაა აგებული ეს ყველაფერი.
არსებოსბ ისტორიული წყაროები სადაც უამრავი გავლენიანი ხალხი ესწრებოდა ცეცხლის სასწაულებრივ ანთებას და ამას ჭორს ვერ დაარქმევ.
შენ ცდილობ ყველაფერი ფიზიკის დღევანდელი მდგომარეობის კანონებში მოაქციო და რაც არ ექცევა იმაზე მსჯელობაც არ გინდა.
თუ არსებობს წყაროები სადაც აღწერილია ცეცხლის თავისით ანთება, ეს ცოტაა? და ეს თუ არაა გასაკვირი ისაა გასაკვირი რომ ნაკლებად წვავდეს?
ეს ნაკლებად მნიშნელოვანია ჩემი აზრით და უფრო მნიშვნელოვანი ცეცხლი წარმოშობაა.
მაგ ცეცხლის სასწაულებრივად გარდამოსვლის დროს შეიძლება ისეთი პროცესები ხდება რომ დღევანდელი მეცნიერება მაგას ვერ ხსნის, მაგრამ შესაძლოა მომავალში კიდევ უფრო წინ წავიდეს მეცნიერება და ახსნას კიდევაც თუ რა პროცესები ხდება მაგ დროს.
მე იმას ვიძახი რომ ყველაფერს აქვს ახსნა და მეცნიერება ადრე თუ გვიან ალბათ მაგ პროცესებსაც ახსნის.
სასწაულში ის კი არაა გასაკვირი ცეცხლი თავისით როგორ ჩნდებაო, სასწაულში გასაკვირი ფაქტების ერთობლიობაა გარკვეულ დროში, ანუ ცეცხლის თავისით ანთება რო ხდება მართლმადიდებელი პატრიარქის ლოცვის შედეგად და მაინც და მაინც აღდგომას.
იგივე ეხება მდინარე იორდანის უკან სვლას ნათლისღების დღესასწაულზე, როდესაც პატრიარქი აკურთხებს მდინარეს. შეიძლება მეცნიერებმა როგორღაც ახსნან, რომ რაღარც მაგნიტური ველების ცვლილებების და ბლა ბლა ბლას შედეგად შესაძლებელია მოხდეს ესეთი ეფექტი დროის მცირე მონაკვეთშიო, მაგრამ სასწაული იმაში მგომარეობს რომ ნათლირების დღესასწაულზე ხდება ეს და წყლის კურთხევის დროს.
ამიტომ ვიძახი, რომ ყველა სასწაულს შეიძლება ქონდეს მომავალში პროცესების მეცნიერული ახსნა და ეს არც არის გასაკვირი, გასაკვირი არის დამთხვევების ერთობლიობა დროის და მდებარეობის კონკრეტულ მონაკვეთში.
პ.ს. ლოტოს ტომარაში რო ჩაყო ხელი და მოინდომო ერთი კოჭის ამოღება, თუ იქ არის 100 ცალი კოჭი, იმის ალბათობა რომ ამოიღებ 4 ნომერს, არის 1/100.
მაგრამ ყოველ შენს დაბადების დღეზე რო ჩაყო ხელი ტომარაში და 4 ნომერი ამოიღო ეს იქნება სასწაული, სასწაული ის კი არ იქნება რომ მეცნიერება ვერ ახსნის როგორ მოახერხე 4 ნომერის ამოღება, სასწაული ის იქნება რომ მაინც და მაინც შენს დაბადების დღეზე მაინც და მაინც 4 ნომერს იღებ, წესით რისი ალბათობაც ყოველი დაბადების დღის ჯერზე გრანდიოზულად უნდა მცირდებოდეს.
ვიღაცისთვის ეს სასწაული იქნება და ვერც გაამტყუნებ, ვიღაცისთვის კი ბანალური დამთხვევა