რას ნიშნავს აღდგომის მეორე დღე და როგორ უნდა მოვიქცეთ იმ დღეს?
ბოლო დროს დამკვიდრდა ტრადიცია, რომ მოსახლეობა მიცვალებულთა საფლავზე აღდგომის დღეს, კვირას გადის, რაც მართებული არ არის. სასულიერო პირთა თქმით, სასაფლაო აღდგომის დღესასწაულზე ქრისტიანს გლოვა არ შეშვენის. კვირას სასაფლაოებზე გამსვლელთა რაოდენობა ბოლო წლებში შემცირდა.
ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს კი საფლავზე გასვლა ასევე ხალხის მიერ შემოღებული ტრადიციაა, მაგრამ იქ მიცვალებულს არ იხსენიებენ, უბრალოდ ახარებენ, რომ ქრისტე აღდგა! მიცვალებულისათვის ლოცვა და პანაშვიდის გადახდა ამ დღეს არ არის მიღებული.
ეკლესიის სწავლებით, მიცვალებულის მოხსენიება ხდება აღდგომიდან ერთი კვირის გასვლის შემდეგ, თომას კვირის სამშაბათს. ეკლესიაში აკეთებენ სააღდგომო საკურთხს, სრულდება წირვა სააღდგომო წესით ტიპიკონის შესაბამისად და სააღდგომო პანაშვიდზე იხსენიებენ მიცვალებულებს და აკურთხებენ საკურთხს.
http://ww.dainteresdit.ge/sakithkhavi/1023...html?lang=ka-GE This post has been edited by Lаki on 2 May 2016, 10:39
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3