მთლად ეგრეც არ ყოფილა მეგობრებო, თავიდანვე აშკარად რამდენიმე საინფორმაციო საშუალების აგორებულ ამბავს გავდა.
ბრიფინგიც ყოფილა ამ თემაზე სამინისტროში
სამინისტრო: პროექტი კალაპოტიდან მერქნული რესურსის მოპოვების აკრძალვას არ ითვალისწინებს
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილება არ ითვალისწინებს მოსახლეობის მიერ მდინარეების კალაპოტში არსებული მერქნული რესურსის მოპოვების აკრძალვას.
სამინისტროში აცხადებენ, რომ მდინარეების კალაპოტში არსებული მოთხრილ-მოტეხილი ისეთი მერქნული რესურსის მოპოვება, რომლის დიამეტრი 12 სმ-მდეა, უსასყიდლოდ და შეუზღუდავად არის შესაძლებელი, ხოლო 12 სმ და ზევით დიამეტრის მქონე რესურსის მოპოვება ტყის მართვის ორგანოში შეტყობინების საფუძველზე, სააგენტოს მიერ რესურსის დაფირნიშებისა და შესაბამისი საფასურის გადახდის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
„არ მოხდება დამატებითი მოსაკრებლის ან გადასახადის დაწესება 12 სმ და ზევით დიამეტრის მქონე რესურსი მოპოვებისას, მოხდება მხოლოდ დაფრნიშების საფასურის - 1 კვმ-ზე 3 ლარის გადახდა. მოსახლეობა არ იხდის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელს, რომლის გადახდაც ჩვეულრბრივ ხდება სოციალური ჭრის დროს საშეშე ან სამასალე მერქნით სარგებლობისას" - აცხადებენ სამინისტროში.
სამინისტროს თქმით, საკანონდებლო ცვლილების მიზანი მერქნულ რესურსზე მოსახლეობის წვდომის გამარტივებაა.
„გარდა ტყეში არსებული ბუნებრივად ან სტიქიის შედეგად მოთხრილ-მოტეხილი ძირნაყარი რესურსისა, არსებობს მდინარეების კალაპოტებში ასევე სტიქიის შედეგად მოთხრილ-მოტეხილი ხე-ტყე. საქართველოს მდინარეების ღვარფოცული ხასიათიდან გამომდინარე, ასეთი რესურსი სეზონურად ხშირად აკუმულირდება ამა თუ იმ მდინარის კალაპოტში, რაც, ერთი მხრივ, იწვევს მდინარეების ჩახერგვას და ზრდის კალაპოტის შეცვლისა და წყალმოვარდნის საშიშროების რისკს, მეორე მხრივ, ეს რესურსი ხშირ შემთხვევაში ლპება გამოუყენებლად, კარგავს მერქნულ ღირებულებას, იმ პირობებში, როდესაც შესაძლებელია მისი სათბობად გამოყენება", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტროში აცხადებენ, რომ ცვლილებებით მოხდება მდინარეების კალაპოტში არსებული მოთხრილ-მოტეხილი რესურსის განკარგვა, რომლის ათვისებასაც ბოლო ათწლეულებია ქაოტურად მიმდინარეობს და მნიშვნელოვან ეკოლოგიურ ზიანთან ერთად უარყოფითი სოციალური და ეკონომიკირი შედეგები მოაქვს.
„ფუჭდება და იკარგება რესურსი, რომელიც შესაძოა გამოყენებული იქნეს მოსახლეობის მიერ, ხდება მდინარეების კატაპოტების ჩახერგვა და დაბინძურება. ცვლილებების შემდეგ ეროვნული სატრეო სააგენტო გახდება პასუხისმგებელი უწყება აღრიცხოს, დაახარისხოს, დაასაწყობოს და განკარგოს მმდინარეების კალაპოტში არსებული მერქნული რესურსი“, - აცხადებენ სამინისტროში.
http://liberali.ge/news/view/22361/saminis...-itvalistsinebs This post has been edited by davita32 on 4 May 2016, 14:40