#47731136 · 5 May 2016, 02:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | ტყუილია! ილიას დედა სომეხი არ ყოფილა, გრიგორიანელი იყო უბრალოდ |
ილია ჭავჭავაძის დედის სომხობა ეფუძნება მეფე გიორგის მიერ ხეჩატურ ბებუროვისთვის მიცემულ ჯამაგირის წიგნს. თუმცა ისიც აღსანიშნავია იმ დროს სხვადასხვა მიზეზთა გამო ზოგიერთი ქართველი სომეხად ეწერებოდა. აქედან გამომდინარე ძნელია ილია ჭავჭავაძის დედის ან სომხობა დაამტკიცო და მითუმეტეს ქართველობას ვერ დაამტკიცებ მხოლოდ იმ ფაქტით, რომ იმ დროს ასე ხდებოდა და ყველა იმ დროინდელ სომეხად ჩაწერილ პიროვნებებიდან ვიზეც გვაწყობს მხოლოდ მათ ქართველებად ვერ გამოვაცხადებთ.
ჩვენთან ეროვნება გადადის მამიდან. ილია ჭავჭავაძის მამა კი ქართველი გახლდათ, შესაბამისად დედას ნაკლები მნიშვნელობა აქვს. მაგრამ ქართველებს გაგვაჩნია კომპლექსი და ჩვენთვის მიუღებელია ერის მამას თუ დედა სომეხი ეყოლება, ამიტომ მიუხედავათ იმისა რომ პიროვნებას გიორგი მეფის მიერ მიცემულ ჯამაგირის წიგნში ეწერა ხაჩატური მის ნაცვლად დაწერეს ქრისტეფორე, ხოლო ბებუროვის ნაცვლას ბებურიშვილი.
|