#47779168 · 10 May 2016, 20:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კიდევ ერთხელ გთხოვ დემაგოგიას თავი გაანებო. ამერიკელები ვის და როგორ ჩეხავდნენ ეგ ამერიკელების და ინდიელების საქმეა. თუ ამ საკითხზე გსურს საუბარი მაშინ ერთ ძალზედ ცინიკურ მაგრამ მართალ რამეს ვიტყვი, ინდიელების "პოლიტიკურ" სისტემაში (ამერიკელ აბორიგენებს ვგულისხმობ) სახწლმწიფო როგორც ასეთი ან კერძო საკუთრება არ არსებობდა. ისინი ერთმანეთ ეომებოდნენ ნადირობის უფლებებზე. ნადირობის უფლება მათთვის არავის არ წაურთმევია, მეტსაც გეტყვი, ისევ უდიდესი ცინიზმით, ის მიწები რომლებიც ევროპელებმა დაიკავეს იყო "ნაყიდი".
რატომ ასახელებ ამ საერთაშორისო კონვენციებს დამახინჯებული ფორმით?
აგიხსენი რომ ის საერთაშორისო კონვენციები რომლებსაც შენ ასახელებ დაკავშირებულია ინდივიდუალურ უფლებებთან და არა ჯგუფურ ან ეთნიკურ ჯგუფებთან!!!
სანამ მუხლების ციტირებას დაიწყებ აუცილებელია პრეამბოლის წაკითხვა რადგანაც პრეამბოლა გაძლევს იმ კონტექსტს რომელის გათვალისწინებითაც მუხლები უნდა წაიკითხო.
თუ პრეამბოლას არ წაიკითხავ, "ყველა ხალხს" (all peoples) როგორც გინდა ისე განმარტავ, მაგრამ თუ პრეამბოლას წაიკითხავ დაინახავ რომ "ყველა ხალხს" აქვს სპეციფიური მნიშვნელობა - ანუ ყველა ხალხში იგულისხმება ყველა ვინც ადამიანების ოჯახის წევრია "Considering that, in accordance with the principles proclaimed in the Charter of the United Nations, recognition of the inherent dignity and of the equal and inalienable rights of all members of the human family is the foundation of freedom, justice and peace in the world,
Recognizing that these rights derive from the inherent dignity of the human person.
არსად არ არის ეთნიკური ჯგუფი ნახსენები. არის ნახსენები ინდივიდუალი და ყველა ეს ინდივიდუალი ერთად აღებული ნიშნავს "ყველა ხალხს".
რაც შეეხება საქართელოს დამოუკიდებლობას, საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1918 წელს და იყო აღიარებული ერთა ლიგის მიერ. მოხდა მისი ოკუპაცია 1921 წელს, 1990 წელს მოხდა დამოუკიდებლობის აღდგენა მაგრამ ეს არავინ არ აღიარა სანამ რუსეთმა, უკრაინამ, და ბელორუსიამ არ მოახდინეს შეთანხმება საბჭოთა კავშირის დაშლაზე. ამის მერე მოხდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება საერთაშორისო ორგანიზაციების და სხვა ქვეყნების მიერ როგორც დეფაქტო მოვლენა და არა რაღაც მითიური ერების თვით-გამორკევევის პრინციპი. რატომ ივიწყებ ასეთ მნიშვნელოვან დეტალებს?
თუ გსურს ინტელექტუალურად პატიოსანი და ნორმალური დისკუსია იქონიო, ნება იბოძე და აზრების ამოჭრას და დამახინჯებას თავი გაანებე.
ამას რომ თავი გავანებოთ, საქართველოს არ გამოუცხადებია დამოუკიდებლობა ეთნიკური წმენდის შემდეგ (რაც აფსუებმა და ოსებმა გააკეთეს). ოვსებთან კონფლიქტი დაიწყო მაშინ როცა გამსახურდიამ გადაწყვიტა ცხინვალში მიტინგის გამართვა. ეს ყველა იმ კონვენციის მიხედვით რომელიც შენ დაასახელე არის ადამიანის უფლება. ანუ ოვსებმა ამ უფლების შელახვა მოახდინეს როდესაც თავს დაესხენ და ცემატყეპით გამოასტუმრეს გამსახურდია, და არ მისცეს სიტყვის და პოლიტიკური აზრის გამოხატვის უფლების რეალიზაცია. ეს გაამართლა ავტონომიური ოლქის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ რომელიც საბჭოთა კავშირის კანონმდებლობის მიხედვით ვალდებული იყო ამ უფლების გარანტიის და სწორედ ამ ძალადობის საფუძველზე მიიღო ის გადაწყვეტილება რასაც კონფლიქტი მოყვა, ანუ ცალმხრივად შეაჩერეს საქართველოს კანონმდებლობა და ამას მოყვა ქართული სოფლების მიერ მათ იურისდიქციაზე უარის თქმა და კონფლიქტი. შევიდა მილიცია რათა მომხდარიყო წესრიგის აღდგენა (არა ჯარი) და ოვსებმა ამ მილიციას ცეცხლი გაუხსნენ.
შენი ლოგიკით ოსების მიერ გამოცხადებული ტერიტორია რომელიც მათ დეფაქტო კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა ოკუპაცია არ არის (თუ ის ხდება უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ) და საქართველოს მიერ საკუთარი ტორიტორიის კონტროლი ოკუპაციაა, მაშინაც კი თუ იქ ადგილობრივი ლეგიტიმური მთავრობა განაგებს (სანაკოევის ხელმძღვანელობით)? როგორც მინიმუმ ორივეს ერთი და იგივე უფლება აქვს თუ ეს უფლება დე-ფაქტო სიტუაციაზეა აგებული და თუ დე-იურე მაშინ სანაკოვის ხელისუფლებას ყაყაიტას რეჟიმზე უფრო მეტი უფლება აქვს. ეს როგორი ლოგიკაა ამიხსენი თუ არ დაიზარებ და იმედია გიფებით არ მიპასუხებ იმიტომ რომ გიფი არგუმენტი არ არის. ასევე ამიხსენი რის საფუძველზე ხდება ქართული სოფლების მოქცევა ოვსი სეპარატისტების იურისდიქციაში თუ ისინი ამ სოფლებს არ აკონტროლებენ და ეს სოფლები მათ კონტროლს არ ცნობენ? იმიტომ ხომ არა რომ ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებში იმყოფებიან? თუ ამით ვხელმძღვანელობთ მაშინ ოვსებს საერთოდ არ აქვთ დამოუკიდებლობის გამოცხადების უფლება არც საბჭოთა და არც ქართული კანონმდებლობით.
|