არც მე ვარ ნაცი ან ქოცი ძმა.. ფშავში მაქვს სოფელი და დენი 25 წლის მანძილზე არ გვქონია და ერთი წლის წინ რო ავედი ბოლომდე აყვანილი დამხვდა. თან ჩემი სახლი ყველაზე მაღლაა და სოფელს ასე 1 კმ-თია დაშორებული.. ბეტონის სტოლბებით ამოჭიმეს ჩემამდე და სახლში მრიცხველიც დამახვდრეს! ბეტონის სტოლბები კომუნისტების დროსაც არ ყოფილა მანდ სხვათაშორის! ხო ასევე წყალი ეზოებში ჩამოგვიყვანეს მთელ ხეობას..
ზუსტად ამ მდგომარეობაში იყო 25 სოფელი და ყველგან აიყვანეს დენი.. და ამ სოფლებში ნაცები მარტო წინაასარჩევნოდ თუ ადიოდნენ! მინდა ვთქვა რომ ერთი წლის წინ დასრულდა ეს სამუშაოები და მაშინ და მანამდე წინასაარჩევნო პოპულიზმად ვერანაირად ვერ შევასაფებთ!
გამოგვიყვანეს გზებიც და ბოგირებიც. და პახოდუ უფასოდ გვიხნავენ მიწებს უკვე 3-ე წელია! ხალხი ამობრუნდა უკან, საქონელი შეიძინეს ძალიან მაგარი პირობებით და მოკლედ ცოტა გამოცოცხლდა მთის სოფლები რა..
ხევსურეთში რო ხორციელდება საუკუნის პროეკტი მიკვირს რატო არ ახსენა ქუმსიშვილმა.. ეს არის როშკა-ჯუთის დამაკვშირებელი გზა რომლის დაწყება კომუნისტების დროსაც კი ვერ მოხერხდა იმდენად რთული სამუშაოებია! გზა გადის მყინვარებს შორის დაახლოებით 3200 მეტრზე თუ არ ვცდები ზღვის დონიდან!
თუ ისევ ჩემ კუთხეს ვახსენებ არ შემიძლია არ ვთქვა მუცოს რეაბილიტაციაზე რომლის სავალალო მდგომრეობაზე ლამის 10 წელია ამაოდ ყვიროდნენ კულტურული მემკვიდრეების დამცველები..
რავი კიდე ბევრი რამის თქმა შემიძლია და ეს მაძლევს იმის იმედს რომ ნელ-ნელა ყველგან მიეხედება სოფელს. აჭარაშიც იგივე სურათი დამხვდა რამდენიმე სოფლეში და კიდე ბევრგან.. მაგრამ უმთავრესი პრობლემა ჟინვალჰესის თავზე გზის დაგება მხოლოს ახლახან იწყება.. მაგრამ ეს გზაც 15 წელია არავის შეუკეთებია!
თუმცა საინტერესო იცით რა არის?! კმაყოფილს ვერავის ნახავთ.. იგივე ჩემ სოფელში ტიპებმა სამსახურები იშოვეს, 2-2 ჯიპი დაიყენეს ეზოებში და ცალკე მესაქონლეობა დაიწყეს მაგრამ რატომღაც ბიძოს დედის გინებაში ათენებს ბევრი

აგერ თბილიში.. მუხიანშიც შიდა უბნებში ასფალტი დააგეს პირველივე წელს და ეხლა ქუჩებზე ლამაზი ქვეფენილები და ბარდიურები.. სკვერები და სხვათაშორის ხარისხიანები და ერთი ქალი მიმიტკიცებდა ესო ნაცების გაკეთებულიაო

და ყველაზე პარადოქსი გუშინ მოვისმინე! თუ გაიგიათ ის რომ ომში დაღუპულების ოჯახებს უკვე 3 წელია 1000 ლარს უხდიან? ეს დახმარება სიკვდილამდე ექნებათ მშობლებს, მეუღლეებს.. +პენსია ზემოდან +ბავშვებზე 200ლარი და +ვაუჩერები სხვადასხვა დღესასწაულებზე! მე როგორც თავდაცვის სისტემის კარგად მცოდნემ ეს თემა ზედმიწევნით ვიცი.. ვისი იდეა იყო და ა.შ. ჩემი დაღუპული თანამებრძოლების საქმეებზე დავრბოდი მიშას დროს და ვერაფერს მივაღწიე და კარგად მახსოვს როგორი მიდგომები იყო.. აფხაზეთის ომის გმირები ხო ლამის მოღალატეებად ყავდათ შერაცხილი... მოკლედ: ეხლა აფხაზეთიდან მოყოლებული დღემდე აბსოლუტურად ყველა დაღპულის ოჯახი ამ თანხებს ღებულობს.. და ეხლა კი პარადოქსი.. გუშინ ერთი სამხედრო მიმტკიცებდა ეს მიშას დაკანონებული იყოო

.. დეტალურად რო ავუხსენი რა და როგორ იყო სინამდვილეში გაოგნდა კაცი.. ბოლოს ვურჩიე ნუ უსმენს ცრუსთავი2-ს და ჩანერგილ აგიტატორებს თავდაცვაში! უფრო დიდი პარადოქსი კი ისაა რომ უამრავი დაღუპლის ოჯახს ვიცნობ და მადლიერი ერთი ორი თუ შემხვედრია!
კახელეთის იმ რეგიონზე გაჩუქებული 100 ლიმონის არ იყოს.. კარგად შაირგეს და ეხლა ბიძოს დედის წიაღს უტრიალებენ!
ასე, რომ საზოგადოება სერიოზულ ზეგავლენას განიცდის მასმედიისგან და პირველადაა როცა მთავრობა კი არ აკონტროლებს ტვ-ებს არამედ მუდმივი კრიტიკის ქარხეცხლშია და საკუთარ გაკეთებულსაც ვერ აპიარებს.. ვირო მადლიო ამაზეა რა.. რამდენი ტვ დაუბრუნეს მფლობელებს და მადლობის მაგიერ ესენიც რ2-ის ფილიალებივით იქცევიან.. ეტყობა დაავიწყდათ როგორ არბენინებდნენ 2 ადგილიანი საავამდყოფოს გახსნაზე 3-3 ჯერ
არავის ადვოკატი არ ვარ და ყველა პარტია ფეხზე მკიდია.. მაგრამ როცა ხალხში ამნეზიის ნიშნებს ვამჩნევ ვცდილობ თუნდაც ასეთი ვრცელი პოსტით ერთ ადამიანამდე მაინც მოვიტანე სიმართლე. ამ ქუმსას კიდე რას დაესიეთ.. სად თქვა მაგ კაცმა რო ყველაფერი კარგადაა და უმუშევრობა დავამრცხეთო.. კიდე კარგა არიან ეგენი ამდენი პადნოშკების ფონზე თუმცა ამათი ბევრი რამე მეც არ მომწონს.. მაგრამ იმ სექტანტებს კი ბევრად ჯობიან!