ესაა კაცო თავისუფლად სუნთქვა? ამდენი ჟანგბადიც არ შეიძლება, ვიწამლებით უკვე...
ქოცებო, ერთი კაცის დიქტატურაზე რომ აფრქვევდით დუჟებს, გააპრავეთ ეს ფაქტიც
ნატა ფერაძის მიმართ გამოძიება ნარკოტიკის მოხმარებისა და პოლიციის მანქანის დაზიანების ფაქტებზეც დაიწყო
17:15 2016-05-07
”პანორამა თბილისის” წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 6 პირი დააკავა.
პროექტ „პანორამა თბილისის“ წინააღდეგ გამართულ აქციაზე დაკავებულებთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს. როგორც ცნობილია, საკრებულოს დეპუტატ ალეკო ელისაშვილთან ერთად ერთ-ერთი დაკავებული ,,პარტიზანი მებაღეების“ წევრი ნატა ფერაძეა.
როგორც შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კოჯრის ახალი გზატკეცილის მე-4 ნომერთან, „პარტიზანი მებაღეების“ მიერ გამართულ აქციაზე, შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით (პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) დააკავეს: იოსებ ხ., გიორგი ა., კონსტანტინე გ., ალექსანდრე ე. და ირაკლი კ.
აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნატალია ფ. დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 45-ე (ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება) მუხლებით. მის მიმართ ასევე დაიწყო გამოძიება პატრულ-ინსპექტორისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების და პოლიციის მანქანის დაზიანების ფაქტებზე, სსკ-ის 125-ე (ცემა) და 187-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება) მუხლებით.
აქციის მონაწილე გიორგი ა.-ხ მიმართ ასევე დაიწყო გამოძიება საპატრულო პოლიციის ავტომანქანის დაზიანების ფაქტზე, სსკ-ს 187-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება) მუხლით.
”პანორამა თბილისის” წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 6 პირი დააკავა. ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში არიან გადაყვანილნი. დაკავებულების უფლებადამცველების განცხადებით, დაკავება უკანონოდ მოხდა და მათ თითქმის ერთი საათის განმავლობაში არ ქონდათ ინფორმაცია თუ სად იმყოფებოდნენ მათი დაცვის ქვეშ მყოფები.
http://www.newposts.ge/?l=G&id=107295-%E1%...%83%A1%E1%83%A1ეხლა რა მაინტერესებს, გონივრული ეჭვის საფუძველზე, ამის გამკეთებელი არ უნდა გადაიყვანო ნარკოლოგიურ შემოწმებაზე?

This post has been edited by The13thFloor on 7 May 2016, 18:10