მინერალური წყლები შეიცავენ რა თქმა უნდა მინერალებს

და მიკროელემენტებს, რომლებიც მაღლა სწევენ ორგანიზმის ტონუსს და ხელს უწყობენ ნივთიერებათა ცვლას... როცა ორგანიზმი განიცდის გარკვეული ნივთიერებების ნაკლებობას, ტონუსი დაწეულია და შესაბამისად, თვითშეგრძნება - ავადმყოფური...

სოდა შეიცავს ორგანიზმის მიერ ყველაზე უფრო მოთხოვნად ელემენტებს - ნატრიუმისა და მარილმჟავას მარილს... მაგალითად, რადგანაც ალკოჰოლი ორგანიზმიდან გამოდევნის მინერალებს კალციუმის თამადობით, პახმელიაზე არ შეიძლება ჩვეულებრივი, მინერალებით ღარიბი წყალის მიღება, რადგანაც ორგანიზმი მოელის მინერალების სასწრაფოდ შევსებას და ამ დროს უმინერალო სითხით მისი დატვირთვა კიდევ უფრო ამძაფრებს პახმელიას...
ასეთ დროს გამოსავალია ბორჯომი, ნაბეღლავი და კალციუმის შემცველი საკვები: მაწონი, ყველი, ხორცის ბულიონი, ხაში და აშუშუ...
მინერალური წყლები გაცილებით მეტ მინერალებს შეიცავენ, ვიდრე მარტო სოდიანი წყალი, მაგრამ სოდაც საკმაოდ ეფექტურია...
მოწამვლის დროს, როცა ორგანიზმი დიდი რაოდენობით ჰკარგავს წყალს, რათა ტოქსინები მოიშოროს, მინერალებსაც ჰკარგავს და ასეთ დროს ექიმი ნიშნავს რეგიდრონს, რომელიც შეგიძლიათ თავადაც დაამზადოთ და ყლუპ-ყლუპად მიიღოთ - 1 ლიტრა წყალში გახსნი თითო კოვზ სოდას, მარილსა და შაქარს... საზიზღრობაა, მაგრამ უებარია...
საერთოდ, მინერალები ბევრი არასოდეს არ არის - რაც ზედმეტია, იმას ორგანიზმი იშორებს ფიშების სახით...
სოდას რაც შეეხება, ის საკმაოდ ეფექტურად იცავს ორგანიზმს მომეტებული მჟავიანობისა და როგორც გარე (კანის), ასევე შიდა (მჟავური) დამწვრობებისგან...
ის, რომ სოდას შეუძლია კიბოს დამარცხება, დასაშვებად მიმაჩნია - რომც გაირკვეს, რომ სოდა ვერ ანადგურებს კიბოს უჯრედებს, იმას კი ნამდვილად აკეთებს, რომ ორგანიზმის ტონუსს მაღლა სწევს და ბრძოლისუნარიანს ხდის, რაც ორგანიზმს ნამდვილად ეხმარება საკუთარი ძალებით ბრძოლაში...
არათუ კიბოს, არამედ არაფრის პანაცეა არ არსებობს - საკვები, წამლები და რეჟიმი ერთმანეთს უნდა შეუთანხმო და მიიღებ შედეგს, თორემ ხშირია, როცა წამლები ერთმანეთს ანეიტრალებენ, რის შესახებაც ყოველთვის წერია წამლების დოკუმენტაციაში...
რაც შეეხება საკუთარ თავზე ექსპერიმენტებს, ეს ადამიანს ოდითგან ახასიათებდა და ბუნებრივია - მთავარია, ექსპერიმენტები სხვაზე არ ჩაატარო....