anthropodდიახ, დიახ. სწორედ ასეა. და ის საგალობლებიც მოგვიანებითაა შექმნილი ავტორის მიერ, რომელმაც აღიქვა ევროპული კილო-ჰარმონიული წყობა და მოეწონა.

აღმოსავლეთ საქართველოში აზიური სტილი შემოვიდა სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან. ამიტომ თბილისში ბაიათ (სომხური წარმოშობის არაა)-მუღამების და აშუღების კულტურამ მოიკიდა ფეხი.
მომდევნო პერიოდში კი ეს ორივე სტილი რაღაცნაირად განზავდა თბილისში. მაგრამ დასავლეთში, ქუთაისში, ევროპული ჰარმონია პირდაპირ ჩაიხუტა გულში ქართულმა მუსიკალურმა მეტყველებამ, გაითავისა, ამიტომ მიამსგავსეთ ქართულს.
აღმოსავლეთ საქართველოში (ხევშიც) სამხედრო გზის წყალობით შემოვიდა პატარა გარმონი ე.წ. "ბუზიკა", თავისი ნიჭიერების მეოხებით ეროვნულმა მუსიკალურმა ენამ დაიმორჩილა და შეითვისა ახალი წყობის ელემენტები და გაჩნდა პირველი ჰიტები -"მოხევის ქალო თინაო",და "თუშური"
ისინი მართლაც ქართულად აღიქმებიან
This post has been edited by annavita on 8 Jan 2018, 05:38