მოდი ასე მივუდგეთ ამ საკითხს.
ამერიკის მთავარი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგე იყო, არის და იქნება რუსეთი.
მათი ჭადრაკის დაფაზე ისეთი პატარა ქვეყნები, როგორიც ჩვენი სამშობლოა, თამაშობენ პაიკის როლს.
ამერიკის სტრატეგიული მიზანი იყო, ისევე რუსეთის - მოწინააღმდეგის დამარცხება და მსოფლიოში გაბატონება.
ამერიკას ყველანაირად აწყობდა/აწყობს რუსეთის ირგვლივ არსებული და ერთ დროს რუსეთის მიერ ოკუპირებული მცირე ქვეყნების მოსახლეობა განეწყო მტრულად რუსეთის მიმართ, რათა რუსეთის ირგვლივ შეექმნა რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყნების ბუფერული ზონა. ამ ქმედებით რუსეთის ყურადღების ნაწილი გადავა ამ მცირე ქვეყნებზე და მთავარი პრობლემები უყურადღებოდ თუ არა, ნაკლები ყურადღების ქვეშ დარჩება.
ეგრე იყო ჩეჩნეთშიც.
ჩეჩნეთში გაგანია ომის დროს ჩაიგდო ამერიკამ რუსეთის ბუნებრივი რესურსები ხელში.
ყურადღება გადაიტანა მხოლოდ.
იმდენად იყო გადართული რუსეთის მოსახლეობა ჩეჩნეთში ომზე რომ არანაირი რეაქცია არ მოუხდენია ამერიკის მიერ რუსეთის ბუნებრივი რესურსების მითვისებაზე და ამ ბუნებრივი რესურსების გაყიდვიდან მიღებული ფულის ამერიკის ოფშორებში გადაქაჩვაზე.
ამით რას იგებდა ამერიკა?
მე მგონი ეს შეკითხვა ზედმეტია

ჩვენ ვართ პაიკი რუსეთ-ამერიკის ჭადრაკის დაფაზე.
მეტი არაფერი.