
რა არის ძნელი ევროპაში? ვეგეტარიანელი ვარ ევროპაში და თბილისში ვერც წარმომიდგენია ვეგეტარიანელობა.
შენ ეხლა თუ მარტო მწვანილზე და ბალახეულზე ყოფნას ეძახი ვეგეტარიანელობას არ ვიცი, მაგრამ ხორცის ისეთივე ხარისხიანი შემცვლელები საქართველოში არ არსებობს.
შემიძლია ჩემი საყვარელი ბურგერი ვჭამო უკვე ვეგეტარიანული. არაფრით რო უარესი არაა ხორცისაზე. თითქმის იგივე გემოთი.
მაქვს ვეგი სასისკები, ძეხვები, შნიცელები, კორდონ ბლუები და ა.შ.
ყველაფერი რასაც ვჭამდი ხორციანს მაქვს ვეგეტარიანული. უგემრიელესი და თითქმის იდენტური ხორციანისა. არჩევანი გაქვს ძალიან ფართო და დიდი.
ყოველდღიურ პროდუქტებს ვგულისხმობ.
საქართველოში ეს არ არის.
რაც მთავარია საქართველოს პრობლემა და მთავარი სიძვირე იმაში მდგომარეობს, ფასებს რომ შევეშვათ, რომ მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს ხელი არ მიუწვდება ყველა პროდუქტზე. უამრავი ადამიანი ხორცზე ვერც კი ოცნებობს. იმიტომ რომ ხორცის ყიდვა მდიდრების პრეროგატივაა მხოლოდ.
ევროპაში ყველას, რაც არ უნდა ღარიბი იყოს, მიუწვდება ხელი ნებისმიერ პროდუქტზე.
გარდა ამისა უამრავი ადგილობრივი წარმოების პროდუქტი, არის ნაგავი საქრთველოში და ევროპული კი ღირს ასტრონომიული ფასები.
ევროპულ პროდუქტს მხოლოდ მდიდარი ადამიანი იყიდის საქართველოში. თან საუბარი პროდუქტებზე, რომლებიც თავად ევროპაში კაპიკები ღირს.
მე ვცხოვრობ ევროპის ყველაზე ძვირ ქალაქში და მეც კი, როცა ქართულ სუპერმარკეტებში ევროპულ პროდუქტებს ვნახულობ, სრული შოკი მაქვს იმდენად არარეალურად ძვირია. არაერთხელ და ორჯერ მინახავს ლიდლის და ალდის ევროზე ნაკლებიანი პროდუქტი ქართულ სუპერ მარკეტში, 4 და 5 ლარად.
მაგალითად კარაქი. ქართული კარაქი იმდენად არ ვარგა, კი არადა, კარაქიც კი არაა, რომ ეტიკეტზე კარაქის დაწერა აეკრძალათ კომპანიებს.
ევროპული კარაქი კი ღირს 8-9 ლარი. იგივე ნაწარმი ვთქვათ გერმანიაში 2 ევრო ღირს. თან ეს მაშინ, როცა გერმანელის მსყიდველუნარიანობა ათჯერ დიდია ქართველისაზე (საშუალო სტატისტიკურ მოსახლეს ვგულისხმობ).
ანუ ყოველდღიური ცხოვრებისთვის და მოხმარებისთვის, რიგითი ქართველისთვის და ისედაც, პროდუქტები არის ძვირი. მაღაზიაში, ბაზარში და სუპერმარკეტებში.
რესტორნები კი ბატონო, საქართველოში უფრო იაფია, რა შედარებაა, ტაქსიც და ზოგადად ტრანსპორტიც.
თუმცა რესტორნები და ტაქსი არაა ყოველდღიური და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რამ. განსხვავებით იმ პროდუქციისგან, რომლის ყიდვაც ადამიანს ყოველდღიურად უწევს. ღარიბ რატაკი ადამიანები ისედაც ვერ დადიან მაგ რესტორნებში, მიუხედავად სიიაფისა. არ მოკვდებიან სიტყვაზე თუ რესტორანში არ წავლენ (რაც თავისთავად ცუდია, მათაც უნდა ქონდეთ ამის საშუალება), მაგრამ პროდუქტის ყიდვაზე უარს ვერ იტყვიან. ხორცს და რძის ნაწარმს ვერ იღებენ, რაც არაა ჯანმრთელობისთვის კარგი. ვეგეტარიანელის მაგალითი არასწორია აქ. იმიტომ რომ ვეგეტარიანელები ნებაყოფლობით არიან და ისინი რაციონს აკონტროლებენ, მუდმივად კითხულობენ თუ რა შემცვლელი უნდა მოუძებნონ ამა თუ იმ პროდუქტს, რომ საჭირო ვიტამინები და სხვა მსგავსი ნივთიერებები ორგანიზმმა მიიღოს, რაც ღარიბი ადამიანების შემთხვევაში ვერ მოხდება.
ღარიბ-ღატაკზეც არაა. მეტ-ნაკლებად საშუალო ფენისთვისაც ხორცი არის ფუფუნების საგანი. როგორც მინიმუმ ყოველდღიურად მისი ქონის საშუალება მხოლოდ მდიდრებს და შედარებით მაღალ ფენას აქვს.
ამიტომაც შენიშვნები რაც სტატიაშია, არის აბსოლუტურად სწორი და მართებული.
რესტორნების ფასებს რო დაათრევ აქეთ იქით.
თან ამ შემთხვევაში შემოსავლებზე საერთოდაც არ ვლაპარაკობ. მაგ სხვაობის გარეშეც რომ შევხედოთ.