#47810155 · 14 May 2016, 14:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ადრეც და ახალაც, ბევრი მოდის მამაჩემთან ჭკუის საკითხავად, რა და როგორ გააკეთონ. ჰო, რჩევას ელოდებიან.
უფროსი ვიყავი შვილებში და ნამეტანი რო ავტყდი, ამას ცოლი უნდა მოვაყვანინოთ, თორემ მაგარ შარში ვართო.
"ველური" ვარ, ვაღიარებ.
მაშინ რა ვიქნებოდი?
წავედი და "დავიკარგე" ჯერ გაუბედურებულ აფხაზეთში, მერე მომწყინდა და დავუბრუნდი უცხო ენების სტუდენტ გოგოებს.
მამაჩემი რჩევას მაძლევს, ქვეყანა ხალხი მისმენს და შენც მოისმინეო.
ერთი ქვეყნის შვილები ვართ ყველა, ბევრი ლამაზი ქალია ასარჩევი და ამ დასავლეთიდან ვინმე არ მომიყვანო, რა გაუძლებს მერე მძახლებსო, მაგათ იმდენი ლაპარაკი იციან, ვერცერთი თავის ტკივილის წამალი ვერა შველის მერე და დალევის ხასიათზე რომ მოვალ, ყველა გაგუდული მთვრალიაო.
დავუჯერე და კახელი მოვიყვანე.
მეორე ძმამაც კახელი დედოფალი მოგვართვა.
მესამემ მოტვინა და ქართლელი შემოიყვანა სახლში.
ე, მერე დამშვიდდა იქაურობაი.
სანამ მესამე რამეს იზამდა, აკლებული ჰქონდათ სახლი ორივე რძალს, დედაჩემს ჩვენზე მეტად უყვარს ეგენი და ნებაზე იყვნენ მიშვებულები.
დასცხებენ პიანინოზე და უსმინე მერე მაგათ. ცეკვაში და ვოკალში ვერ აჯობებ, რადგან ქალები არიან.
ერთხელ უბერავენ "წვიიმს, წვიიმს გვასველეებს" და მივაყოლე ენგრევე, "აღარ მოვიყვანთ კახელეებს".
მაგათ ვენაცვალე.
ვინმეს აუგი არ დასდეს კახებზე, არც გაბედოს არავინ.
--------------------
მხოლოდ წინ!!!!!!!!!!!!!!!!!!!
|