ამ ლოგიკით, შენ რაც გინდა რომ დაამტკიცო, იმის საპირისპიროდ გამოგდის ძალაუნებურად

მაგალითად საუკეთესო რესტორნებში და სასტუმროებში, შეფ მზარეულების უდიდესი პროცენტი კაცები არიან. ანუ კაცებმა უკეთ ვიცით საჭმლის კეთება შენი ლოგიკით... ხოდა, ვინმე ფემინისტმა რომ ეს მოგიტანოს კონტრ არგუმენტად რას შვები მერე?

თანახმა ხარ რომ სახლში საჭმელი კაცებმა აკეთონ?
ზუსტად გონებრივი შესაძლებლობებით განსხვავდება ქალი კაცისგან ყველაზე ნაკლებად... უბრალოდ კულტურის, განათლების და მენტალიტეტის პრობლემაა რომ რეჟისორები და ნობელიანტები ცოტა ქალები არიან. არ იყო პოპულარული ქალისთვის ტექნიკურ დარგებში განათლების მიცემა და ამიტომ არის ნაკლები ნობელის ლაურეანტი. ჰუმანიტარულ დარგებში საკმაოდ ბევრი ქალია, ტექნიკურებში მოიკოჭლებენ ზუსტად მენტალიტეტის და განათლების სისტემის გამო. არავის არ უნდოდა მეოცე საკუნეში რომ მის მდედრ შვილს ფიზიკაზე ჩაებარებინა მაგალითად

იგივეა რეჟისორებზეც, მეოცე საუკუნეში მიღებული იყო რომ ქალს თუ კინო აინტერესებდა აუცილებლად მსახიობი უნდა გამოსულიყო.
ხოდა... ასეთ დროს ფიზიკური შრომის მაგალითის მოყვანა ჯობია ხოლმე თუ ანტიფემინისტური პოსტის დაწერა გინდა ვიდრე გონებრივის

აი მაგალითად რამდენმა ქალმაც არ უნდა მოინდომოს და რა პოპულარულიც არ უნდა გახდეს ქალისთვის სამხედრო სამსახური, პროცენტულად უფრო მეტი კაცი გადალახავს წვრთნებს და გახდება სამხედრო ვიდრე ქალი. ფიზიკურ შრომას რაც შეეხება ქალი უფრო სუსტია ბიოლოგიურად, გონებრივ სისუსტეზე არანაირი მეცნიერული ფაქტი არ არსებობს

მენტალიტეტის გამოა ყველაფერი ძირითადად.