#47823276 · 16 May 2016, 00:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | | მაგრამ ქართველებს მუშაობა რომ გვეზარება ამას ზედმეტი მკითხაობა არ უნდაა |
რა შრომა არ გვიყვარს. ეხლა ვიღაცა შემომელანძღება ვატყობ რა. ხალხი დღეში 5 ლარზე და 10 ლარზე რას აკეთებენ არ გინახავთ ეტყობა. მე მინახავს და მიმუშავია კიდევ ყოველგვარი შაბათ-კვირის და დასვენების დღეებზე. 160 ლარზე 2 წელივიმუშავე. 300 ლარზე სამი წელი. შობასაც კი არ დაგვასვენა უფროსმა, რომელსაც 300 ლარი ბენზინში არ ყოფნიდა დღეში (6.3 ძრავით მანქანა). სოფელშიც ვმუშაობდი თავდაუზოგავად მაგრამ დიდი ხნის გაზრდილი 4000 ლარის ღორები ერთ კვირაში დაგვეხოცა მე და მამაჩემს ღორის გრიპით. სხვა რამეც ვსინჯეთ. მაგრამ არ გაგვიმართლა არაფერმა. უბრალოდ არ გვშიოდა ეგ იყო. არც ეხლა მშია, თუმცა წინ ვერ წავედი ვერაფერში. მიუხედავად იმისა რომ ქალაქში გაზრდილი ვარ არასდროს მითქვამს სოფელში შრომაზე უარი. საკმაოდ ნასწავლი ვარ 30 წლის კვალობაზე, ინგლისური დამრჩა კარგად სასწავლი და მაგასაც ვისწავლი ქვეყნიდან წასვლა რომ გამიადვილდეს. ჩემზე ბევრად მშრომელი ხალხი მინახავს და უბრალოდ არ შიათ, მეტი არაფერი. ფეხსაცმელს ვერ ყიდულობენ წესიერს.
--------------------
ჩვენ მარტო ვიბადებით, მარტო ვცხოვრობთ და მარტო ვკვდებით. მხოლოდ სიყვარულით და მეგობრობით ჩვენ ვქმნით ილუზიას, რომ გარკვეულ მომენტში არ ვართ მარტონი. ორსონ უელსი
|