#47827766 · 16 May 2016, 15:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამ მასშტაბის სამოქალაქო მსხვერპლის გაპრავება შეუძლებელია.
იაპონიის შტურმის შემთხვევაში აშშ დიდი რაოდენობის <b>სამხედრო</b> მსხვერპლს ნახავდა, დაბომბვის შედეგად იაპონიამ დიდი რაოდენობით <b>სამოქალაქო</b> მსხვერპლი ნახა. შეუძლებელია სამხედრო და სამოქალაქო მსხვერპლი გავუთანაბროთ ერთმანეთs და ყველაფერი უბრალო არითმეტიკამდე დავიყვანოთ.
უბრალოდ, უნდა ითქვას, რომ იაპონელებსაც ზუსტად ისეთივე დანაშაული მიუძღვით ამაში, როგორიც ამერიკელებს.
საქმე იმაშია, რომ ივნისი-ივლისის განმავლობაში ამერიკელებმა იაპონიაში შვეიცარიის საელჩოსა და წითელი ჯვრის წარმომადგენლების შუამავლობით წინასწარ გააფრთხილეს იაპონელები რომ თუ კაპიტულაციას არ გამოაცხადებდნენ, ამერიკა უზარმაზარი დამანგრეველი ძალის იარაღს გამოიყენებდა. იაპონიის ხისთავიანმა მთავრობამ და იმპერატორმა პასუხის ღირსადაც არ ჩააგდეს ამერიკელები.
და ეს მაშინ, როდესაც თავადაც იცოდნენ, რომ ომი წაგებული იყო. თუ ამის ახსნა კიდევ შეიძლება, ბლეფით და ასე შემდეგ, საერთოდ შეუძლებელია იმის ახსნა, რაც იაპონიის მთავრობამ ჩაიდინა პირველი ბომბის ჩამოგდების შემდეგ.
დოკუმენტები ადასტურებს, რომ იაპონიის მთავრობა მეორე დღესვე ინფორმირებული იყო მსხვერპლისა და ნგრევის წინასწარი მასშტაბების შესახებ. მიუხედავად ამისა, როდესაც 7 აგვისტოს აშშ-ს მთავრობამ კიდევ ერთხელ შესთავაზა კაპიტულაცია და მეორე ბომბით დაემუქრა, იაპონიის მთავრობამ ისევ დუმილი ამჯობინა, რითიც მეორე ბომბის ჩამოგდება გარდაუვალი გახადა.
ასე რომ, ორივე მხარის ხელმძღვანელობა დამნაშავეა, მაგრამ ეს იმათი პრობლემაა.
ჩვენთვის საკითხი დგას სხვანაირად - ჩავიდენდით თუ არა მტრის სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ სამხედრო დანაშაულს საკუთარ შეიარაღებულ ძალებში მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად?
გადავარცენდით თუ არა, საკუთარ პირობითად 200 000 სამხედროს, მტრის პირობითად 200 000 მოქალაქის სიცოცხლის ფასად?! ძალიან რთული საკითხია ჩემი აზრით.
პირადად მე ვიტყვი, რომ არ ვიცი როგორ მოვიქცეოდი. ღმერთმა დამიფაროს ასეთი არჩევანის გაკეთების ვალდებულებისგან.
This post has been edited by WP-Rex on 16 May 2016, 15:56
--------------------
"რუსეთის დედა მოვდღან!"-ის მერე მაგრამ არ იწერება! (c) B l a c k J a c k
|