ბაბასილი არ ვიცი რას ნიშნავს და პანაცეა-კიიი,არის.
ახლა,პრეკურსორს თუ არ დაუჯერებთ,მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორებს მაინც დაუჯერეთ.
ბოლო პერიოდში ჯანჯაფილის დიეტა საკმაოდ პოპულარული გახდა.სიმსივნეების მტერიცაა.
ასევე,პოპულარული სამკურნალო საშუალებებია კუნელის ჩაი,
ქაცვის ჩაი ან ზეთი,
ასკილი-მასში C ვიტამინი 10-ჯერ მეტია, ვიდრე შავ მოცხარში, 50-ჯერ მეტია ვიდრე ლიმონში და 100-ჯერ მეტია ვიდრე ვაშლში.
ასკილის ჩაი თუ ნაყენი ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ინფექციური დაავადებების მიმართ.
კარკადეს ანუ ჰიბისკუსის ჩაი- ფარაონების სასმელი,ეგვიპტური ნაციონალური სასმელია.
მას ყველა დაავადების წამლად თვლიან.
კარკადე ანტიოქსიდანტებსაც შეიცავს, რომელიც ადამიანის ორგანიზმს, უჯრედების დამაზიანებელი თავისუფალი რადიკალების განდევნაში ეხმარება.
კლეოპატრას და ჩემი საყვარელი ჩაია...
იმუნიტეტის დაქვეითების მიზეზი კი შეიძლება იყოს:-
დაბინძურებული გარემო,
მუდმივი სტრესი,
არარაციონალური კვება, გენმოდიფიცირებული საკვები,
არასაკმარისი აქტივობა,
ყოველგვარი მავნე ჩვევები!
სამწუხაროდ,ადამიანები მიმართავენ მედიკამენტებს,ექიმებს, გამაჯანსაღებელ მეთოდიკას მხოლოდ მაშინ,
როდესაც ამა თუ იმ მიზეზით გამოწვეული ავადმყოფობა სერიოზულად უშლით ხელს ცხოვრებაში.
ავადმყოფობის პროფილაქტიკა კი გაცილებით იოლია და იაფი,ვიდრე მკურნალობა!
მოკლედ,პროფილაქტიკისთვის,გაჯანსაღებისთვის,
მიეძალეთ ბუნებრივ იმუნომოდულატორებს,ბუნებრივ ანტივირუსებს,ანტიპარაზიტებს
რომლებითაც სავსეა ჩვენი დალოცვილი მიწა.
ეს ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ჩაი შედის ჩემს მენიუში,სხვადასხვა ნაკრების სახით,მონაცვლეობით...
მენიუში შედის ასევე, აუცილებლად თაფლი,ნიორი,ქონდარი,დარიჩინი,ჟოლო,მოცვი...



...ჰოოო,მაგრამ,მერწმუნეთ,სულ სხვაა ჩვენებური,ნატურალური,არომატული,
დუშეთის ბაზარში ნაყიდი ან საკუთარ ნაკვეთზე მოყვანილი კენკროვანებისგან,
საკუთარი ხელით დამზადებული ჩაი.
This post has been edited by Nostalgia34 on 16 May 2016, 21:34