სხვათა შორის დღეს,უახლესი ფარმაკოლოგიური წამლების მთავარი "მომხმარებლები" არიან -"თაგუნია/ერუდიტები" თუ "ვირთხა/ინტელექტუალები".
მათზე ხდება აპრობირება ნივთიერებების ,რომლებიც შესაძლოა შესძლებენ ადამიანის გონების გააქტიურებას,
სხვადასხვა ნეიროდეგენერატული დაავადებების შედეგად დაკარგული მეხსიერების აღდგენას ....
დიახ,იქმნება პრეპარატები კომპლექსური კვლევის შედეგად თავის ტვინის იდუმალ,საოცარ შესაძლებლობებზე,
რომლის მეშვეობითაც გვახსოვს 30-40... წლის წინანდელი მოვლენები თუ ის ადგილი,რომელიც 30-40... წუთის წინ დატოვა მანქანამ.
ეპოქალური მოვლენაა,როცა ახალი თაობის პრეპარატი ადამიანამდე დადის.
"ჭკვიანი ტაბლეტები"საერთოდ დიდ,საინტერეო გზას გადიან აფთიაქის დახლებამდე...
თუმცა, მოვლენები შეიძლება სხვანაირადაც განვითარდეს...
...მაგ.ცნობილმა ნეირობიოლოგმა პრინსტონის უნივერსიტეტიდან შესთავაზა ცნობილ ფარმაკოლოგიურ კომპანიას
შეექმნათ პრეპარატი თანამედროვე გენეტიკის მიღწევებისა და უძველესი ჩინური ფიტოთერაპიის კომბინაციით...
ერთხელ,როცა მეცნიერი ათვალიერებდა ვივარიუმში მოთავსებულ,გენეტიკურად კონსტრუირებულ ცნობილ "თაგვ/ინტელექტუალებს",
გვერდით ჩაიარა ლაბორანტმა,რომელსაც ხელში ეჭირა ყველაზე პრიმიტიული ხაფანგი-ორი უბედური თაგუნიათი.
მეცნიერმა გააყოლა თვალი "ამაღლებული კოგნიტიური უნარების" მქონე მღრღნელებს,
ჩაიქნია თავი,ამოიოხრა და წარმოსთქვა:
-არც ისე ჭკვიანები ყოფილანო.
ჰოოოდა,რისი თქმა მინდა,
მოსთხოვეთ მთავრობას თავის საპატრიარქოიანად გარემოს გაჯანსაღების მიმართულებით ფიქრი, მოქმედება!
მიეძალეთ პროფილაქტიკურ საშუალებებს,ჯანმრთელი ცხოვრების წესს,ფსიქო/ფიზიკურ ტრენინგებს!
და არ აღმოჩნდებით "მაღალ ინტელექტუალური თაგუნიების" როლში!