#47858437 · 19 May 2016, 21:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Lemshveniera
| QUOTE | | ქართული აღზრდის დამსახურებაა განარკომანებულ-გაუბედურებული მოსახლეობა, უუნარო და გადაწყვეტილების მიღების მოშიში ხალხი, წელში გაწყვეტილი ქართველი ქალი, რომელიც ვალდებულია (!) ფული უგზავნოს თავის მოზრდილ შვილებს, რომლებიც ამ ფულს მანაქანაში და დროსტარებაში ხარჯავენ. |
რა სურათს ხატავთ, მშვენიერო ქალბატონო? რომელი ,,უჟასი'' ნახეთ დღეს? დავიჯერო, თქვენს ირგვლივ ყველა ასეა? ყველა შვილი ასე უდიერად ექცევა საკუთარ მშობლებს და ყველა ქალი ,,წელშია გაწყვეტილი''? ან აქ აღზრდა რა შუაშია, როცა თქვენ საქართველოში გამეფებულ ერთ-ერთ მავნე ტენდენციაზე მესაუბრებით? კერძოდ კი ეკონომიკური ყოფის დაბალ დონეზე. მე პირადად ჩემს გარშემო ასეთ შვილებს ვერ ვხედავ. ვერც იმათსას, ვინც წასულები არიან საზღვარგარეთ სამუშაოდ. სოფელში რომ ჩავდივარ ხოლმე, იქაური ერთი მეზობელია წასული იტალიაში. ფულს გზავნის შვილთან, რომელმაც ახლა სავენახედ ორი ჰექტარი მიწა იყიდა და ვაზი ჩაყარა... კი, რა თქმა უნდა ეგეტებიც არიან, მსმენია მათ შესახებ, მაგრამ განა საზღვარგარეთ არ ხდება სხვა სახის დანაშაულები ახალგაზრდების მიერ?
| QUOTE | მაგ აღზრდის ნაყოფია სწორედ "თავსაფრიანი დედაკაცი". გახსოვთ, ალბათ, ბოლოს რა მდგომარეობაში აღმოჩნდება ეგ პერსონაჟი. აი ამ პერსონაჟის ავტორი ქვეყანა ლაპარაკობს დასავლეთზე, სადაც პენსიაზე რომ გადიან, მერე იწყებენ მოგზაურობას, დროს ტარებას და უცხო ენების შესწავლასაც კი! |
თქვე კაი ადამიანო, რაღა თავსაფრიან დედაკაცს მიადექით? აი, მე კი ვიცი, რატომაც, თუმცა ეგ ცალკე თემაა... ერთდერთი ატიპიური ქართული ამბავი... მახსოვს, რომ წავიკითხე, სრული დეკოლორაცია განვიცადე, სასტიკად არ მომეწონა.
რაც შეეხება მოგზაურობას... ძაან საცოდაობაა, აი, ძაან... ხო, უცხო ენების შესწავლასაც იწყებენ და ცეკვაზე სიარულსაც... ღმერთმა დიდხანს აცოცხლოთ, მაგრამ მე ისევ შვილებში და შვილიშვილებში მირჩევნია ყოფნა და სიარულიც მათთან ერთად და, თუ მოვკვდები, მათ ხელში მაინც მოვკვდები და არა სადმე გიზის პლატოზე მამლუქივით.
| QUOTE | დასავლელი მშობლები ძალით არ ტენიან თავიანთ უნიჭო და ზარმაც შვილებს "საექიმოზე". ალბათ ამიტომ გამოდიან იდიოტები, არა?
|
ჰო, ეგ საკითხი მოსაგვარებელია ნამდვილად. ეს ინდივიდუალურია, ზოგის მშობელს საექიმო უნდა, ზოგისას - მენეჯმენტ-უორკშოპული. რას იზამ...
|