ონლაინ სესხების ასოციაცია განცხადებას ავრცელებს,რომელშიც ეხმაურება ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ აუდიო მასალას იმასთან დაკავშირებით,თუ როგორ ემუქრება ამომღები კომპანიის ოპერატორი მსესხებელს მკვლელობით.განცხადებამდე ჩვენს პოზიციას შემოგთავაზებთ : რა თქმა უნდა ეს ე.წ ასოციაცია იძულებული გახდა რომ ეს განცხადება გაევრცელებინა,ვინაიდან ჩანაწერში აშკარად იკვეთება არათუ გადაცდომა,არამედ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები ამომღები კომპანიის ოპერატორის მხრიდან.ჩვენთვის არაერთი ფაქტია ცნობილი,თუ როგორ ემუქრებოდნენ მსესხებელს სწორედ ონლაინ სესხების ოპერატორები ამომღებ კომპანიებთან ერთად.ასევე მათგან ფაქტიურად ყოველდღიურ რეჟიმში ხდება გადაცდომა,რომელიც გულისხმობს მსესხებლის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას მესამე პირზე. ჩვენ მოვუწოდებთ ონლაინ სესხების ასოციაციას რომ ვიდრე ამომღებ კომპანიებს მოუწოდებენ კანონის დაცვისკენ,თავიანთ თანამშრომლებს გაუწიონ კონტროლი. ჩვენ ვაგროვებთ ამასთან დაკავშირებით მასალებს და უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ. ონლაინ სესხების ასოციაციის მიერ გავრცელებულ ჩვენი აზრით აბსოლუტურად ცინიკურ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ :„საქართველოს ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ასოციაცია“ გაეცნო გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, სადაც იკვეთება სერიოზული ხასიათის გადაცდომები მომხმარებელთან ურთიერთობისას.
ასოციაციის წევრი კომპანიები გამოხატავენ წუხილს აღნიშნული ფაქტის გამო და აცხადებენ, რომ ყოველმხრივ ემიჯნებიან და გმობენ მსგავს მიდგომას. ასოციაციის წევრი ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ორგანიზაციები დაბეჯითებით აცხადებენ, რომ არ იყენებენ მსგავს მეთოდებს მათ საქმიანობაში. რაც შეეხება ურთიერთობას პრობლემური აქტივების მართვის კომპანიებთან, აღნიშნულს არეგულირებს სახელშეკრულებო ურთიერთობა, სადაც მკაფიოდ არის გაწერილი პრინციპები, რომელთა საფუძველზეც უნდა იმოქმედოს ბიურომ პრობლემურ კლიენტებთან ურთიერთობისას. ამ პრინციპებიდან კი ერთ-ერთი უმთავრესია მომხმარებელთან ეთიკური საუბარი და ინფორმაციის მიწოდება. ბუნებრივია, ეს პრინციპები გამორიცხავს უკანონობის ნებისმიერ გამოვლინებას, იქნება ეს შანტაჟი, მუქარა თუ სხვა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კოლექტორული კომპანიები, რომლებთანაც თანამშრომლობენ ასოციაციის წევრები, ასევე ემსახურებიან ბანკებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს. თუმცა, მათი საქმიანობის ნეგატიური ნაწილის თუ გადაცდომების დაკავშირება ხდება მხოლოდ ონლაინ სესხის კომპანიებთან, რაც, სავარაუდოდ, დღეს არსებული გამიზნული შავი პიარის ნაწილია. მიუხედავად ამისა, ეს ვერ ამართლებს ამ ჩანაწერის ბუნებას და მომხმარებელთან მსგავს კომუნიკაციას.
ასოციაცია მოუწოდებს პრობლემური აქტივების მართვის ბიუროებს, განსაკუთრებით გაამკაცრონ კონტროლი თავიანთ თანამშრომლებზე, რათა გამოირიცხოს უკანონობის ნებისმიერი გამოვლინება და დაცულ იქნას საკრედიტო ორგანიზაციებსა და მათ შორის არსებული ხელშეკრულების პრინციპები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასოციაციის წევრი კომპანიები შეწყვეტენ თანამშრომლობას იმ კომპანიებთან, რომლებიც დაარღვევენ მომხმარებელთა უფლებებს და უგულებელყოფენ ეთიკისა და მორალის ნორმებს.
ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ბაზრის ძირითადი მონაწილეები, რომლებიც ასოციაციაში არიან გაწევრიანებული, მოქმედებენ საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად და იაზრებენ სოციალურ პასუხისმგებლობას. აქვე, კიდევ ერთხელ, ასოციაცია აცხადებს, რომ მიესალმება საქართველოს მთავრობაში დაწყებულ პროცესს, რომელიც ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ბიზნესის გარკვეული რეგულაციის ქვეშ მოქცევას და ბაზრის ყველა მონაწილისათვის ერთგვაროვანი თამაშის წესების დადგენას გულისხმობს. ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ორგანიზაციები რეალური და გონივრული რეგულაციების წინააღმდეგი არ არიან და იზიარებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ გამოთქმულ პოზიციას, რომ რეგულაციების დაწესებისას, პირველ რიგში, გათვალისწინებული უნდა იქნას მომხმარებლის ინტერესი იმგვარად, რომ არ დაზარალდეს თავად ონლაინ საკრედიტო ბაზარიც, რამდენადაც მოსახლეობისთვის აღნიშნული ფინანსური მომსახურების მიღება მნიშვნელოვანია”, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ასოციაციის წევრები.
http://nocreditsonline.ge/?p=220
ნაბიჭვრები
This post has been edited by vforgeorgia on 19 May 2016, 21:02