#47846941 · 18 May 2016, 17:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
baloka
QUOTE | khvaramze, იქნება შენ იცი როგორ უნდა დავიბრუნოთ ტერიტორიები, გისმენთ. როგორ უნდა მისცენ ხალხს ლუკმა პურის საშუალება, თუ არც ევროპა გვინდა და არც ამერიკა-რუსეთი, |
მე რას მისმენ? დილიდან საღამომდე ძაღლივით გარეთ ვგდივარ, ჩემს შვილებს საჭმელი რომ ჰქონდეთ. ამდენი ხელფასიანი ხალხია, საქართველოს რჩეულები, რასაც მე 10 წელში გამოვიმუშავებ, მაგათ ერთ თვეში შეაქვთ სახლში. ოპერის შენობაში ქეიფს და იმ ქეიფის შემდეგ კიდევ იმაზე ფიქრში დროის ხარჯვას, შემდეგ სად იქეიფონ და ბოზბაში სჯობია თუ ჩიხირთმა მაგაზე ფიქრს, დღეში სახელმწიფო საქმეებზე 15 წუთი რომ იფიქრონ, დამერწმუნე რამე გადაწყვეტილებამდე მივლენ. 3 მილიონი ხალხი ვართ, ჩვენს აშენება დამშვენებას რა უნდა? ჩაატარონ ტრენინგები, იგივე სოფლის მეურნეობაში, ხალხს ინფორმაცია მისცენ და მართლა შეღავათიანი კრედიტი, 5 წელიწადში ამ ქვეყანას ვერავინ ვერ იცნობს. მაგრამ აწყობთ ხალხის განადგურება და იმიტომაც ხდება რაც ხდება. და ჯერ ნატოში რომ შეხვიდეთ და მერე ილაპარაკოთ ომახიანად ვერა? ჯერ გადახტი და ჰოპლა მერე დაიძახეო. ნატო ნატოს ძახილს არ ვხუმრობ და ღმერთო გვიშველე გვეძახა ამდენი ხანი, უფრო შედეგიანი იქნებოდა. 25 წელი ნატოს შევღაღადებთ და ხმა ვერ მივაწვდინეთ. ნეტა თქვენა რა.
და თუ ხელისუფლებას იმისი ერთი ადგილი არ აქვს, ხალხი დაასაქმოს, იმის ერთი ადგილი არ აქვს, იზრუნოს და წარმოსადგენი გახადოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მაშინ რაში მჭირდებიან? იყოს 5 კაცი, მივცეთ ხელფასი იმათ, არც ჩვენ გვექნება პრეტენზია, და არც ბიუჯეტი გამოიხრება. დანარჩენებმა კიდევ ჩემნაირად იშრომონ, არაფერი მოუვათ.
ნატო ნატო კიდევ შენ იძახე, ახრევი ბანს მოგცემს და საქართველოც აშენდება.
|