რაც აქ მინახავს, იუთუბზე ატვირთული მათი პოლიტიკური მიტინგები (რატომღაც მოფერებით ქადაგებებს რომ ეძახიან) - ყველა პროპაგანდისტულია და ტვინის უკუღმა მოსატრიალებელი რუსეთის ინტერესების გასახმოვანებლად და დასაცავად
ეს არის დიქტატი და ძალადობა ადამიანების მოქალაქეობრივ პოზიციაზე, რომელსაც, ეკლესიაში ნდობით მოსულს, პოლიტიკურ ბრეინვოშინგს უტარებ და ისე უშვებ სახლში
სამწუხაროდ, ყველას არა აქვს არც საკმარისი ინტელექტი და განათლება, არც საკმარისი ინფორმაცია, რომ თავად გააანალიზოს და შეაფასოს რეალობა
ამიტომ ყლაპავენ იოლ სატყუარას
ქუჩის გამოკითხვას მოვუსმინე გუშინ უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ, მათი უმრავლესობა სტუდენტი იყო და გავგიჟდი მათი ინფანტილურობით და უვიცობით

ძალიან მწირი ცოდნა აქვთ და ვიწრო ჰორიზონტი, ინტერესებზე აღარ ვალაპარაკობ
რაც მთავარია, პროპაგანდას ეწევიან ისინი, ვისაც გამოცდა რომ ჩაუტარო, მე-7 კლასელის დონეს ვერ გაქაჩავს
მათ ბიზნესსაქმიანობაზე, კრემლთან რეალურ ინტერესებზე და თანამშრომლობაზე - აღარაფერს ვამბობ