
Roman Gotsiridze
გუშინ 13:11-ზე ·
"ნეიმარი ბარსელონადან პარიზის კლუბში გადავიდა. ეს ყველაზე ალოგიკური ტრანსფერია მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში. ამ ტრანსფერზე შეიძლება დაიწეროს სერიოზული მონოგრაფია მსოფლიო ეკონომიკის დღევანდელ ბუნებაზე.
ამ გარიგებაში კარგად ჩანს დარეგულირებული, ბიუროკრატიული ეკონომიკური ურთიეთობები, მისი გვერდის ავლის ხერხები ანუ ბაზარი ყოველთვის იპოვის ჯანსაღ გამოსავალს, ანტიმონოპოლიური რეგულირების ის არაეფექტიანი მექანიზმები, რომლებიც თითქოს კონკურენციას უნდა უწყობდეს ხელს (აქ, ფეხბურთში), სინამდვილეში ხელს უშლის ამ სფეროს კიდევ უფრო განვითარებას.
ხელფასების დარეგულირება, ახალი ფეხბურთელების შესასყიდად დასახარჯი ფულის ზედა ზღვრის განსაზღვრა ჩინოვნიკების მიერ დაწესებული ნორმატივების მიხედვით და სხვა შეზღუდვები, შემოღებული ფიფა-უეფას მიერ, ევროპული მანკიერი ეკონომიკური მოდელის გამოძახილია. არც უფრო ლიბერალურ ამერიკაშია უკეთესად საქმე. აბსურდამდეა მისული შემოსავალ-ხარჯების რეგულირება NBA-ში. ვეტერანი კალათბურთელის ხელფასის კატეგორიაც კი არსებობს. ამაში ფაჩულიას კონტრაქტის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გაცნობისას გავერკვიე.
ნეიმარის შემთხვევა კი მრავალმხრივ სკანდალურია. სპორტული კონტექსტი გასაგებია. დანახარჯები-შედეგების მიხედვით არამომგებიანი, პიარის კუთხით და პრეცედენტულობის მიხედვით-უნიკალური, ფინანსურად არნახული-ორჯერ მეტი გადაიხადეს, ვიდრე მანამდე არსებული შემთხვევისას.
რეგულაციების გვერდის ავლაც საინტერესოა: პსჟ-მ კი არ იყიდა ნეიმარი, არამედ ნეიმარმა გამოისყიდა საკუთარი თავი. ამაში 222 მილიონი ევრო გადაუხადა ბარსელონას. ფული საიდან? ძალიან მარტივად: ყატარის ფონდმა ნეიმარი დაიქირავა ამ ქვეყანაში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საპატიო ელჩად
ამაში გადაუხადა 300 მილიონი ევრო. რაც გადარჩება 222 მილიონიდან, ეს ფაქტობრივად არის დანამატი მის ხელფასზე, რომელიც პსჟ-ს აკრძალული აქვს, რომ გადაუხადოს შეზღუდვების გამო. ამიტომ შემოვლითი გზით აკეთებს ამას.
რა რჯის ყატარის ფონდს? ეს ფონდი არის ამავე დროს პსჟ-ს მესაკუთრე
თეთრი ძაფით ნაკერია? კი. ამაზე უეფამ იმტვრიოს თავი.
ჩვენთვის რა არის საინტერესო ამ ისტორიაში? ის, რომ ჩვენი ეკონომიკური მოდელი (რომლის რევიზიაც ხდება ახლა) არის უფრო პროგრესული, ვიდრე ბიუროკრატიზებული ევროპული. ამიტომ არის ჩვენი რეფორმები საჩვენებელი სხვებისთვის და ეს იმიჯი არ უნდა დავკარგოთ.
This post has been edited by guriaaa on 5 Aug 2017, 19:51