რა უნდა ვთვქა, შენ თვალში კვლავ ჭკვიანი კაცის სახელი რომ დავუბრუნო?
---
ფსიქოლოგიის თვალსაზრისით იცი რა ხდება?
იასნია, შენ გულით გინდა (როგორც კარგ ადამიანს), რომ შენს მიერ მოწონებული პოლიტიკური ძალა იყოს მაქსიმალურად წესიერი. ეს სურვილი ზოგჯერ იმდენად ძლიერია, რომ დარწმუნებაში გადადის (კარდუ?). ამაში არ არის არაფერი ცუდი, პირიქით, ეს ადამიანის კეთილშობილებაზე მეტყველებს.
მაგრამ ამავდროულად ეს არის პირველი დიდი მახე "გამპრავებლისთვის" რომელში შეტოპვისასაც მევრი სხვა მახე იჩითება და მერე სტაჟიან, შუბლძარღვგაწყვეტილ გამპრავებლად გაყალიბებს.
საერთო ჯამში ყველაფერს მართლა ხომ არ გადაამოწმებ?! ამიტომ იძულებული ხარ არარეფლექტირებულად და ზედმეტი სკეპტიციზმის გარეშე ცნობად მიიღო ის, რასაც შენთვის ასე თუ ისე სანდო ხალხი გაწვდის. ხოლო ის, ვინც ამას არ ეთანხმება, ავტომატურად ხდება სულელი, ინტრიგანი, აჟიტირებული, არასწორი ან მოღალატე.
საქართველოში სიტუაცია კიდევ ბევრად უფრო რთულია. აქ ყველა მიქარავს და შულერობს. ასე რომ, ხშირად რეალური სიტუაციის დანახვა ისევე არარეალურია, როგორც ბულგარეთის და საბერძნეთის ჩემპიონატის თამაშზე ზუსტი პროგნოზის გაკეთება.
რატომ მოვუარე ასე შორიდან?
ვიგრძენი ემპათია თქვენდამი - შენი და დეგასადმი. ჩემი თავი თქვენს ადგილზე წარმოვიდგინე, როდესაც მართლა გულით მინდა, რომ ხელისუფლება არ ტყუოდეს და იყოს პირნათელი. სხვა რომ არაფერი, ეს ქვეყნისთვისაც კარგია, როდესაც მმართველი ძალა ასეთ ელემენტარულებშო არ იჭრება.
მაგრამ ისევდაისევ გამოცდილება მკარნახობს, რომ აქ საკმაოდ შავადაა საქმე! ანუ, სახეზეა ყველა(!) ინდიკატორი, რომ ეს საქმე არის შეკერილი და მას აქვს პოლიტიკური სარჩული. იმ ასპროცენტიან დარწმუნებას რომ დავუბრუნდეთ, ეს არ გამორიცხავს, რომ იმ მაღალჩინოსნების მხრიდან მართლა იყო სამსახურეობრივი გულგრილობა, გარიგება და დაჟე ქრთამი.
მაგრამ როდესაც ამას ვერ ამტკიცებ, მეტიც, დამტკიცებას არც კი ცდილობ იმ კუთხით, რომ ყველა კითხვა გამოირიცხოს, აქ საქმეს ავტომატურად ნავთის სუნი ასდის და ის ავტომატურად ხდება პოლიტიკური, გვინდა ეს ჩვენ, თუ არა!
იმაზე ახლა არ დავწერ, რომ კალაძეზე, ფუყუზე, ღარიბაშვილზე ბევრად მეტი პირდაპირი ინდიკატორი იყო, რომ მათ წინააღდეგ რეალური საქმეები აღძრულიყო. პახოდუ ბევრად უფრო სერიოზულ საქმეებზე, ვიდრე ქრთამის აღებაა.
---
ამას ვიხილავთ ფორუმის დონეზე და ამიტომ გვაქვს ლაპარაკი ინდიკატორებზე, კომენტარებზე და სხვადასხვა დაინტერესებული თუ არადაინტერესებული მხარის მიერ მოწოდებულ მასალაზე (რომელიც ხშირად, რა თქმა უნდა, ტყუილია). არ არის ჩვენს ხელში საქმის ტომები და ზოგადად არ ვართ გამომძიებლები.
ასე რომ, "შენ იმ გარემოებებს არ იცნობ და რატომ ლაპარაკობ ასე?" არის ურიჟესი ბაზარი.
ეს ფორუმია და არა გამომძიებლების სტრელი