ისტორიაც მრუმეა ხშირად.
ერთი წყარო მეორეს ეწინააღმდეგება.
დღესაც, სუფრიდან ამდგარი ორი კაცი, ხვალ, სხვადასხვანაირად მოყვება
საკუთარ წრეში იმ სუფრის ამბებს (უფრო სწორად, სხვადასხვა ინტერპრეტაციით).
ასეთი ინტერპრეტაციები კი უამრავია საქართველოს ისტორიაში.
ერეკლეს დროინდელ ეპოქაზე, რაც ცხადია და ნაღდია, ანუ რასაც წყალი არ გაუვა,
არის ის, რასაც ამბობს აი, ეს იუზერი giorgi1104 .
ნუ გადავიჭრებით მსოფლიო ისტორიის ,,ტრანსცენდეტალურ-იმანენტურ''
სამყაროებში და ნუ ვეძებთ მოკავშირეებს იმ ქვეყნებში, რომლებსაც
ყოველთვის ფეხებზე ეკიდათ ჩვენი ბედი და მხოლოდ
გარკვეულ-გაურკვეველი ინტერესები გააჩნდათ საქართველოსადმი.
საქართველო, თავისი ისტორიის, არსებობის განმავლობაში
ყველა ქვეყანას ფეხებზე ეკიდა და, თუ არ გვმტრობდა, არც არაფრად გვაგდებდა.
ალბათ, ხვდებით, რომ სხვა მასშტაბებზე მაქვს საუბარი და არა
ოსთა-ხაზართა-ლეკთა და, თუნდაც, ვიკინგთა და ,,ფრანგთა'' (კათოლიკეთა)
ლოკალურ-მცირე დახმარებებზე.
გლობალური თვალსაზრისით, არც არავინ დაგვხმარებია...
ერეკლეს ეპოქა გ ა ნ წ ი რ უ ლ ი გახლდათ რუსეთის ქვეშევრდომობისთვის.
ყველა აზრს პატივს ვცემ, მაგრამ იმის თქმა, რომ ქართველი სპარს ან თურქ
მ უ ს უ ლ მ ა ნ ს შეეგუებოდა, აბსოლუტურად გაუმართლებელია, რაც უნდა
პოლიტიკურად თუ ეკონომიკურად სწორად გადადგმულ ნაბიჯად მივიჩნიოთ
ამ ორ აუტანელ, თითლიბაზ, გაიძვერა ქვეყანასთან პოლიტკეკლუცჩახუტება.
ამ შემთხვევაში საქართველო თვითმკვლელობით დაასრულებდა თავის
ისტორიულ-ქრისტიანულ არსებობას და იქნებოდა სულ სხვა ქვეყანა.
ამას იმ ხალხის გასაგონად ვამბობ, რომელსაც განსაკუთრებით
მაღალი დეციბელებით ხვდებათ ყურში სიტყვა ,,ერთმორწმუნეობა''.
ეს აქსიომაა (არა - ჩემეული, არამედ ისტორიული).
ერეკლემ, შედარებით უფრო ნაკლები ჭირი, სწორედ ს ა რ წ მ უ ნ ო ე ბ ი ს
გამო არჩია, თორემ განა იგი მართლა იმდენად ბეცი იყო პოლიტიკურად,
რომ დიდი სატკივარი ნაკლები სატკივრისგან ვერ გაერჩია. მან იცოდა, რომ მუსულმანი
დომინანტის ხელში ქართველი, როგორც ასეთი, აღარ იარსებებდა.
ჰქონდა მას საამისოდ საკმაო რაოდენობის მაგალითი, როდესაც სარწმუნობის
შეცვლის შემდეგ არა ვიზუალურად, არამედ, რაც მთავარია, მენტალურად
გადაგვარდნენ ქართველები (იმათ არ ვგულისხმობ, თეიმურაზისნაირებს,
მოსაჩვენებლად რომ მიიღეს მუსულმანობა).
ამიტომ, რაღაც თეორიების დევნასა და მასხარაშვილობას, დროა, უკვე, შევეშვათ.
ჩვენი სირცხვილია მომავალი თაობების წინაშე...
ახლა ეს მეორე ჭირი - რუსეთი...
თუმცა რუსეთი მხოლოდ მმართებელი კნორინგით არ წარმსდგარა ჩვენს წინაშე.
საკმარისია, გავიხსენოთ ვორონცოვი... თუნდაც ვლადიმერ სტაროსელსკის მოღვაწეობა...
ახლა იმას აღარ მოვყვები, რა ბოროტება და სიკეთე მოჰყვა თან რუსეთის
საქართველოში შემოჭრას. ეს თქვენც მშვენივრად იცით (ვკითხულობ თქვენს პოსტებს).
უბრალოდ, ცოდო იყო ქართველის მაინც და მაინც აქ, ამ გ ე ო პ ო ლ ი ტ ი კ უ რ ველზე გაჩენა.
ამ ადგილმა (არადა, რა დალოცვილი ადგილია!) დაგვთრგუნა, დაგვაკავა, შეგვბოჭა
და ტრაგიკული ბედის ისტორია გვარგუნა.
ხუმრობთ, თავისთავადობის შენარჩუნებას ასეთი CV-ის მქონე ქვეყანაში?