1768 წელს, ოსმალეთმა რუსეთს ომი გამოუცხადა იმისათვის, რომ უფრო წარმატებით ეწარმოებინა ომი თურქეთთან, რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, თურქეთის წინააღმდეგ თავის სასარგებლოდ ომში ჩაეთრია თურქეთის მეზობელი ქრისტიანი ერები (ბერძნები, სლავები, ქართველები). მაგრამ ქართველების გარდა, სხვამ ყველამ სათანადო წინდახედულება გამოიჩინა და თავი აარიდა ამ დაპირისპირებას.
სოლომონი და ერეკლე დაეთანხმნენ რუსეთის მთავრობის წინადადებას ოსმალეთის წინააღმდეგ ომში მონაწილეობაზე იმ პირობით, რომ რუსეთს საკმაო რაოდენობის ჯარი გამოეგზავნა საქართველოში
მოიდა ტოტლებენი საქართველოსა შინა.
რუსეთის პირველი მინისტრის, გრაფ პანინის წერილი ტოტლებენისთვის:
„უნდა ეცადოთ საქმე საქართველოში ისე მოაწყოთ, რომ ყველაფერი ჩვენი „ხელმძღვანელობით ხდებოდეს“, თვით ქართველებს კი ისე ეგონოთ, ვითომც ისინი თავიანთი მთავრობის განკარგულებას ასრულებდნენ. თვით მთავრობაც დარწმუნებული იყოს, თითქოს ყველაფერი მისი სურვილისა და ნების თანახმად ხდებოდეს. ერთი სიტყვით, ყოველი ჩვენი წადილი განხორციელდეს, მაგრამ იმნაირად კი, რომ სული აქაური (ე. ი. რუსული) იყოს, სხეული კი ქართულიო“
როგორ აკეთებდა ტოტლებენი იმედია იცით
ტოტლებენი გაიწვიეს , რადგან მან ვერ შეასრულა მიცემული დავალება და მის მაგივრად გენერალი სუხოტინი გამოგზავნა.ეკატერინეს წერილი სუხოტინისადმი
`ტოტლებენის დაწყებული საქმე, ქართველების რუსეთის ერთგულებაზე ძალით დაფიცება – თუ ქართველების ომში მონაწილეობას ხელს შეუწყობს, შეგიძლიათ გააგრძელოთ“
რუსეთს ჭირდებოდა რომ საქართველო ჩაბმულიყო ოსმალეთან ომში. ეს ამოცანა შეასრულეს , მაგრამ ვერც ტოტლებენმა და ვერც სუხოტინმა საქართველოს ანექსია ვერ განახორციელეს.
დაიწყო რუსების და თურქების მოლაპარაკება და სულ დაიკიდა ეკატერინემ ერეკლეც და ქვეყანაც. გაიყვანა რუსის ბატალიონები საქართველოდან და შეატოვა ერეკლე მთელ გაცოფებულ მუსლმანურ სამყაროსა.
ენდე ერთმორწმუნე რუსი )))
ერეკლეს წერილი გრაფ პანინს.
„თურქები, როგორც შხამიანი გველები, გვეხვევიან ირგვლივ. სპარსელნი გვიცქერენ, როგორც ბრაზიანი ლომები, ლეკები კი ილესავენ კბილებს ჩვენს წინააღმდეგ, როგორც მშიერი მგლები. ყველანი ერთად ბორგვენ შურისძიებით, რადგან ჩვენ, ქართველებმა დავარღვიეთ ზავი მათ მიმართ, და, თუ ისინი მოგვსპობენ მე და მთელ საქართველოს, მაშინ ვინ აგებს პასუხს ღვთის წინაშე, ან რა სარგებლობა ექნება ამით რუსეთის იმპერიას? მოიღეთ მოწყალება ჩვენს მართლმადიდებელ ხალხზე, მე და სრულიად ჩემი ქვეყანა ვსასოებთ ღმერთზე და ყოვლად მოწყალე რუსეთის იმპერატორზე“, – ამ სიტყვებით ამთავრებს თავის წერილს მეფე ერეკლე“
–რადგან ჩვენ, ქართველებმა დავარღვიეთ ზავი მათ მიმართ– აი ეს ფრაზაა მნიშნელოვანი თუ რატომ თქვა.
ნატაშა იქა , ნატაშა აქა ესრე დასრულდა ამბავი ქართველთა და რუსთა მეგობრობისა
This post has been edited by მაოძედუნი on 19 May 2016, 23:13