FB-დან

გიგა-მერი მაქარაშვილი
1 სთ ·
არა ბატონებო, არა!!!
მე არ უნდა გასწავლიდეთ სიკეთის კეთებას ჩვენს და ღმერთს შორის შუამავლებს, მაგრამ როგორც ჩანს სწორედ მე უნდა გასწავლოთ, ძალიან ცოდვილმა, საშუალოდ განათლებულმა, ზომაზე მეტად შეუხედავმა 31 წლის თბილისელმა ბიჭმა, რომელშიც სიკეთე უფრო მეტია ვიდრე ყველა სხვა თვისება ერთად.
ბოლო წლებია, საკუთარი მცირე შემოსავლის გამო, თავისუფალი ფული არასდროს მაქვს... დღეში. საშუალოდ 4 ლარს ვხარჯავ აქედან:
1 ლარი გზის ფულია
2 ლარი და 30 თეთრი იაფიანი სიგარეტი
დარჩენილი 70 თეთრით უკვე 5 წელია მეტროსთან უხმოდ მჯდომი შუახნის ქალისთვის ვყიდულობ 1(!!!) ცალ პურს.
არასდროს მითქვამს ამის შესახებ, არავისთვის, იმიტომ რომ ეს ცხოვრების წესია უკვე, დილის ჰიგიენასავითაა. სულ მგონია, რომ მელოდება და რომ არ მივიდე ის მშიერი, მე დაუბანელი დავრჩები...
მოკლედ საერთოდ არაფერი განსაკუთრებული არაა ჩემი და იმ უცნობი შუახნის ქალის ამბავში. მე იაფიან და უფრო მავნე სიგარეტს ვეწევი, მას მინიმუმ პური ექნება საჭმელად. ეს ჩემი არჩევანია და არავისგან არაფერს ველი ამ ამბის გამო!
ეს ყველაფერი ხდება ქვეყანაში სადაც მოხუცებულთა და მზრუნველობა მოკლებულ ბავშთა სახლების საერთო რიცხვი 25ჯერ (!!!) ნაკლებია ეკლესიების ოდენობაზე. ტენდეციაც არ იცვლება, კვირაში ერთხელ მაინც იხსნება (ეკურთხება) ახალი ტაძარი.
ტაძარიცაა და ტაძარიც... ქვეყანას რამდენიმე განსაკუთრებული ეკლესია აქვს. ერთერთი სამების საკათედრო ტაძარია, რომელიც უდაოდ,გამაოგნებლად, შთამბეჭდავად მასშტაბური და ლამაზია.
ამას წინათ სამებაში ხანძარი იყო. ფეხზე დადგა ქალაქი. ფრჩხილების კვნეტამდე მივედი მეც ნერვიულობისგან. ჩააქრეს.
არავინ დაზიანდა.
გადავრჩით.
გამიხარდა.
გამოხდა ხანი (2თვე) და ძალიან მძიმედ მოსასმენი ამბავი გავრცელდა ქალაქში. ეკლესიის საკანცელარიო ნაწილის (რომელიც ხანძარმა დააზიანა) აღსადგენად სარეზერვო ფონდიდან 3 737 400 ლარი გამოიყო.
25 მილიონიანი პენსიის მქონე საპატრიარქომ ეს თანხა მიიღო, ისე როგორც ეკუთვნოდა და ტაძრის დაზიანებული ნაწილიც აღდგება.
მე ისევ იაფიან სიგარეტს მოვწევ.
ის შუახნის ქალბატონი ჩემს მიტანილ პურს დაელოდება.
ისევ ჯიპებით ივლიან მამაოები მათხოვრებით გადავსებულ ქუჩებში.
ისევ მოერიდებით ეკლესიაზე საჯაროდ საუბარს.
ისევ ღმერთი არს ჩვენთან!
არს და იყვეს!
ამინ!
P.S. მე საპატრიარქოს ადგილზე არ ავიღებდი ამ თანხას, დროებით შევაჩერებდი ათეულობით მშენებარე ტაძრიდან რამდენიმეს და 25 მილიონიანი ბიუჯეტიდან აღვადგენდი მართლაც ლამაზ ტაძარს!
მაგრამ მე საპატრიარქოში არ ვმუშაობ!
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3