#47861480 · 20 May 2016, 04:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ოჯახი
”როცა ბედნიერი, მშვიდი ცხოვრება გვეშლება წინ, ვინ რთავს გზას იავარდით, ვინ გვაშორებს ეკალსა და ქაცვს?
ოჯახი.
უმაღლეს საფეხურზე როცა ავალთ და პირმოთნეობა, სიყვარული, პატივისცემა აირევა შურის, დევნისა და სიძულვილს შორის, ვინ გვადგამს გვირგვინს გულუბრყვილოდ? უანგაროდ ვინ გვცემს თაყვანს?
ოჯახი.
ვინ აორკეცებს სიამოვნებას, ვინ აგრძელებს სიტკბოებას?
ოჯახი.
სად მოვისვენებთ დაღლილ-დაქანცული, სად შეგვაშრობენ ოფლს და არ განიკითხავენ თუ რატომ მეტი არ მოვიმოქმედეთ?
ოჯახში.
დაუძლურებულს, წლებით გატეხილს, სად მოარჩენენ მოვლით და დამშვიდებით?
ოჯახში.
ცხოვრების ნავი უეცრად რომ გატყდება და ყოველი ქაფი დახრჩობას რომ გიპირებს, ყოველი ქვის ნატეხი ფეხებში რომ გედება, როცა ზიზღი და შურისძიების სურვილი ფეხდაფეხ გსდევს, ვინ დახრის თავს მწუხარებით და ვინ დაგეხმარება სევდის ატანაში?
ოჯახი.
ოჯახი! ნუ ვახლებთ ხელს, - იგი წმინდაა. ყოველს ადამიანს ერთი ადგილი მაინც უნდა ჰქონდეს, სადაც იგი ხელუხლებელი, საყვარელი, მუდამ ერთი და იგივე უკვდავი წევრია.
ნუ ვახლებთ ხელს ყოველთვის, ყოველს მდგომარეობაში სიყვარულის, სათნოების, ლმობიერების და თავგანწირვის ტაძარს – ოჯახს.
ცხოვრების საერთო სიმკაცრე, ცოტა არ იყოს, სუსტდება ოჯახის კერასთან.
დავეხმაროთ, წინადვე თანდაყოლილი თვისებანი ოჯახისა გავამაგროთ, მათი უარმყოფელნი მოვთხაროთ, მოვსპოთ.
მკვიდრი საფუძველი ჩავუგდოთ ოჯახს, ერთი უდიდესი უბედურება იქნება ოჯახის მოსპობა.
ქრისტეს არ ჰქონია ოჯახი, მაგრამ თვითონ ქრისტე იყო ყოველისავე ნავსაყუდელი. ვინც არ იჩემებს – მე თვით ქრისტე ვარო, სხვებს არ ურჩევს ქრისტეს თვისებანი მიიწეროს, მას სჭირდება ოჯახი!”
ნ. ლორთქიფანიძე
პ.ს. ძალიან მიყვარს ეს ნოველა
--------------------
... და არ არსებობს ქვეყანაზე თვით უკვდავება, თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ!
|