ევროპისა და ამერიკის გაერთიანებული ანსამბლეის (EAA)
მიმართვა ქართველ ხალხს,
საქართველოს პარლამენტს, მთავრობას
ძვირფასო ბატონებო, მეგობრებო!
ჩვენ მუდამ ყურადღებით ვაკვირდებოდით და ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.
პირველ რიგში, გვსურს, ნაგვიანევი, მაგრამ გულწრფელი მწუხარება გამოვხატოთ იმის გამო,
რომ XX საუკუნის 90-იან წლებში მარტოდმარტო დაგტოვეთ თქვენს ჩრდილოელ მეზობელთან
საომარი მოქმედებების დროს, რომლის შედეგად თქვენი სამშობლოს ორი ულამაზესი კუთხე,
აფხაზეთი და ცხინვალი (აქ შეცდომაა, უნდა იყოს ცხინვალის რეგიონი. მთარგმნ.) დაიკარგა,
დაიხოცა 30000-მდე ქართველი მეომარი, საქართველოს გაუჩნდა 300000-მდე ლტოლვილი,
უგზოუკვლოდ გაუჩინარდა მრავალი ადამიანი და გაუბედურდა ოჯახები... ვაღიარებთ, რომ
უდიდესი შეცდომა იქნა დაშვებული როგორც პოლიტიკურად, ასევე მორალურ-ზნეობრივად.
ჩვენ უნდა გვცოდნოდა, რომ საქართველო, თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით, ეკონომიკური
პოტენციალითა და მომავალში აღმოსავლური პარტნიორობის ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი მთავარი
როლით, შესაძლოა, ჩვენი ღირსეული წევრიც გამხდარიყო. თუმცა, ბედის ირონიით, ჩვენი შეცდომის
უმთავრესი მოტივი გახლდათ ის, რომ კიდევ ერთხელ ვუერთგულეთ ჩვენში, დასავლეთში
დამკვიდრებულ ტენდენციას - ,,რაც ჩვენში არ ხდება, ჩვენი საქმე არაა''.
ასევე ვწუხვართ, რომ ოთხმოცდაათიანი წლების მიწურულს კვლავ დავუშვით შეცდომა, რის შედეგადაც
რუსეთის თითქმის დაცარიელებული ხაზინა ისევ შეივსო, ისევ წამოყო თავი მათმა სულთმობრძავმა
ეკონომიკამ და ისევ იჩინა თავი მათმა გეოპოლიტიკურმა, ტრანსკავკასიურმა ინტერესებმა.
ყოველივე ამას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ჩვენ მიერ შემუშავებულმა პროექტმა, ,,Gambit''-მა, რომელიც
თქვენი ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მშვიდობიან გადაყენებასა და საქართველოს ხელისუფლებაში
ახალი, ენერგიული, ახალგაზრდული გუნდის მოყვანას ისახავდა მიზნად.
სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ ამ გუნდმა, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თაოსნობით, დაახლოებით
2 წლის განმავლობაში, მართლაც წარმატებული რეფორმები და პროექტები განახორციელა, თუმცა უნდა მოგახსენოთ,
რომ აქაც ბოდიში გვაქვს მოსახდელი: ვწუხვართ, რომ საკმარისი ყურადღებით ვერ შევისწავლეთ ქართველი ერის,
როგორც კავკასიური ეთნოსის ერთ-ერთი უძველესი ავტოქტონური შტოს მენტალური თავისებურებანი, მისი
ეთნოფსიქიკა და ტრადიცია-წესჩვეულებანი, მისი სურვილები და მისწრაფებანი, რის შედეგადაც სასტიკად შევცდით
და, როგორც თქვენში იტყვიან ხოლმე, ამ ა რ ა ე რ ო ვ ნ უ ლ ახალგაზრდულ გუნდს მეორე ვადით კვლავ მივეცით
შესაძლებლობა იმისა, რომ ხელახლა მომჯდარიყო ქვეყნის სათავეში და თანდათან უფროდაუფრო ღრმად ჩაფლულიყო
ელიტურ, ანუ ისტებლიშმენტურ კორუფციაში. ვერ გავითვალისწინეთ ის, რომ მათი მოღვაწეობის დროს გაჩნდა სწორედ
ჩვენდამი კრიტიკის პირველი რუდიმენტები...
უსაშველოდ ვწუხვართ, რომ NATO-ს კარი თქვენთვის ღიაა და ჯერ კიდევ ვპოულობთ მიზეზებს, რათა არ შეგიშვათ შიგ.
მაგრამ, ყველაზე უფრო რასაც განვიცდით, ესაა 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომი.
ყველაზე დიდი შეცდომა სწორედ ამ ომის დროს დავუშვით, ვინაიდან საშუალება მივეცით კონფლიქტს, სრულმასშტაბიან
ომში გადასულიყო. ხოლო მანამდე კი, ყოველი პროვოკაციისთვის მშვიდად გვეყურებინა და მხოლოდ და მხოლოდ ,,აღშფოთება-შეშფოთების''
შემცველი წერილებით შემოვფარგლულიყავით...
ვწუხვართ, რომ ჩვენ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო სექტორი შეცდომებით მოქმედებს და უგულებელყოფს რა თქვენს
ეროვნულ ინტერესებსა და მისწრაფებებს, არასწორი ინტერპრეტაციებით გაწვდით ჩვენს ნამდვილ მიზნებსა და სურვილებს.
ხოლო ჩვენი ნამდვილი მიზანიცა და სურვილიც ის გახლავთ, რომ საქართველო, ეს უძველესი კულტურისა და ისტორიის მქონე
ქვეყანა, ისეთი სახით მაინც შევუნარჩუნოთ მსოფლიო ცივილიზაციას, როგორიც ამჟამადაა.
ვწუხვართ, რომ სწორედ ამ არასამთავრობო ორგანიზაციათა უმართებულო, არასწორი საქმიანობის წყალობით, ჩვენს ურთიერთობაში
უნდობლობის ბზარი გაჩნდა.
ღმერთმა დაგვიფაროს, ამ ბზარის ნაპრალად გადაქცევისაგან.
დაიცავით დემოკრატია, დაიცავით სამშობლო, დაიცავით ოჯახი, სარწმუნოება, თავისთავადობა და თქვენი ეროვნული თვითმყოფადობა.
გჯეროდეთ, რომ ჩვენ თქვენთან ვიქნებით
ღმერთი იყოს თქვენი და ჩვენი მფარველი!
ართვინი. 20.05.2016.

ვაა...