აი რატომ ჰყავდათ მეფეებს სამეფო კარის მასხარები... ფაქტობრივად მეფის სურვილების კარიკატურულად გამა-ხმოვანებელი საყვირები, ჩვენებურად დუდუკები...
***
რაზედ მახსენდება მონანიებიდან სატულიკა ვარლამის აივანზე ისტერიკული გამოსვლა და წიოკი იმაზედ, რომ სამშობლო საფრთხეშია?
ჰქონდა რო სამშობლო?
კი!
სადა?
ჯოჯოების ხეთეთში....
სადაა ახლა და იქ ვინაა ჩვენი ,,შეფი"?
გალურჯებული მელი...
***
ჩავთვლიმე და ეტრატი მეზმანა ბატისფეხურით წერილი:
მთაწმინდიდან დაშვებისა რა მოგახსენოთო და ქვესკნელისაკენ გაფრენა კი რეალურია უფრო... საკუპრეთისაკენო...
ალბათ რას მწვადაობენ იქა ეშმაკნი მონადირებულ ალაფებზე...
გამოაჭამენ გულ-ღვიძლს, თვალწინ შეუბრაწავენ, ნახევარს შეუჭამენ და
მეორე ნახევარს თავად აჭმევენ, რათა ახლად გაეზარდოთ ისვ გულ-ღვიძლნი და ცოცხებით ხვეტენ მათ ცრემლებს თვალ-მარგალი-ალმასებად ქცეულებს და მწყურვალეებს კუპრში ჩამბალ ნაკვერჩხლებს ასხავენ ხარბ ხახებში...
რუსებს უფრო ფეშენებლური განყოფილება აქვთ აზერ-სომეხ-თურქებთან და შეშად ოს-აფსუებს უკეთებენ კავკასიის განყოფილებაში მარიონეტი ქართველების ძვალ-ქონისგან მოზელილ-გამომწვარ ქვაბებში....
მიმქარავს დანტეს ჯოჯოხეთი... ისეა ახლა მოდერნიზირებული ნანოტექნოლოგიური კუპრის სიახლეებით და იქაურ ქიმიკოს-ფიზიკოსთა სისხლის ბურთულაკების თერმოგახლეჩვებით ახალ-ახალ იარაღებს ქმნიან ახლებისათვის და ასრე ხვდებიან : მოხვედით ძველო ჩამოლაბორანტებულო საკალანდე კოლეგებო!....
რა გავიგო აქედან?