mtasiqiteliსაბედნიეროდ ჩემს გარშემო ან არ არიან ან ძალიან ცოტაა ეგეთი ხალხი: პოლიტ ფანატები, პარტიულები, მიტინგზე მოსიარულეები, ბრმად მორწმუნენი, ა.შ.
სამწუხაროდ არის 1ადამიანი, ძალიან ახლობელი (და ამიტომ იძულებილი ვარ ჯერჯერობით არ/ვერ ამოვშალო ჩემი ცხოვრებიდან) რომელიც ძალიან გაბოროტებულია. ბეცრი ცუდი რამ მოხდა მის ცხოვრებაში: ნაცებმა ძმა დაიჭირეს, სახლი დაკარგა, მამამისმა თავი მოიკლა, ბინის მშენებელმა კომპანიამ გადააგდო, საცოლემ უღალატა, ა.შ.
ხიდა ეს ადამიანი უალტერნატივოდ ოცნებობს იმ დღეზე როდესაც რუსეთი საქართველოს დაიპყრობს, აი იმენა ტანკებით, ავიაციით, პეხოტით და თან უნდა რომ 90იანები და ბეზპრეძელი დაბრუნდეს.
ამ ადამიანის მაგალითზე, მრჩება შთაბეჭდილება რომ რუსეთუმეები ძირითადად ის ხალხია, რომელთა ცხოვრება ან პირდაპირ არის რუსეთთან დაკავშირებული ან სამწუხაროდ ცხოვრება თავის დროზე ვერ აეწყო: სამსახური არა აქვთ, ფული თავის დროზე ვერ იშოვეს რომ დღეს ეგულავათ, ცოტა დაბერდნენ, განათლება და კვალიფიკაციაც არასაკმარისი აქვთ რომ დღევანდელი მოთხოვნები დააკმაყოფილონ, უცხო ენები არ იციან იციან მხოლოდ რუსული, ინფორმაციას მხოლოდ რუსულად კითხულობენ, შედეგად რუსეთი კვებავს მათ ცნობიერებას და იბტელექტს და იტოგში ნებისმიერ გადმოგდებულ ბულშითს ჭამენ.
თორემ ეგრე მეც სსრკ-ში დავიბადე მაგრამ არც რუსეთუმე და არც ვინმეთუმე.
რავი, ჩემს გარშემო ჩემი მეგობრებიც ასეთები არიან, ყველა ნორმალური ადამიანია, არავის ეგებიან ფეხებში
აფასებენ ქართულს, ამაყობენ საკუთარი ენით, კულტურით და ხალხით, დაკავებული არიან საქმით რომელიც აინტერესებთ და უყვართ, აფასებენ სხვის კარგს და გმობენ ცუდს, სხვისი იქნება თუ ჩვენი.
ყველა ნორმალური ადამიანი ასეთია მე მგონი.
რაც შეეხება პენსიონერებს, ამ ხალხისაც მესმის. ეგენი ვერასოდეს შევლენ დასავლეთთან კომუნიკაციაში ობიექტური მიზეზების გამო, მაგათთვის გვიანია უკვე, მეორე მსოფლიო ომის ტუსოვკაა, მი ვოევალი პად სტალინგრადამ და ეგეთი თემები. რაის ტრამპი და სნუპ დოგი. ))
ამიტომ შეეშვით მაგათ, ჩაამთავრებინეთ დარჩენილი წლები.

ყველაზე დედა#####ული და გარეწარი ბურჯანაძეების, კიტოვანების და დოლიძეების თაობაა ეგ იმენა პრივილეგიების მაძიებელი ცეხავიკი მაფიაა. ქართულად რომ რუსული აქცენტით ლაპარაკობენ. ლოლ
ისე... გავა 20- 30 წელი, ისევ შეიცვლება პოლიტიკური ვექტორი, ინგლისურს ჩაანაცვლებს სხვა ენა და კულტურა და ჩვენ გვეტყვიან ნეტა როდის გადაშენდებით თქვენი ინგლისურიანადო. ))))
ცხოვრება არის ერთი პატარა თავგადასავალი ტრაგი-კომიკურ ჟანრში.
This post has been edited by SIDCFC on 22 May 2016, 13:31