სანამ პოლიტიკური ბანაკები და მათი მომხრე/გამპრავებლები ერთმანეთის ბრალდებაში არიან,
დავწერ რა მოხდა რეალურად დღეს ზუგდიდში.
ყველას გახსოვთ, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე გიგი უგულავა რომ მიუვარდა მხარდამჭერებით კომისიის თავმჯდომარეს ქვემო ქართლში და კაბინეტში აკაჩავა? მერე საქმეც აღძრეს უგულავაზე.
ამის შემდეგ ყურები აუწიეს კოალიციაში ბევრს და ოცნებაში დაისვა საკითხი რომ მომხდარიყო საარჩევნო უბნების "პადდერჟკა" უკვე საკუთარი მხარდამჭერებით-კუნთმაგარი ბრიგადებით.
ამაში არაფერი უცხო არ არის, ყველა პოლიტიკური ძალა ცდილობს არჩევნების დღეს უბნების "კონტროლს".
დღისთვის კიდე სუსმა მიაწოდა ქართული ოცნების შტაბს ინფორმაცია რომ ნაციონალების ლიდერების ჯგუფი, თავისი მხარდამჭერებით ჩადიოდა ადგილზე, რომ მოეწყოთ ზეწოლა საარჩევნო უბნებზე. არა მარტო ზუგდიდში, საუბარია ოზურგეთზეც.
ამის შედეგად, ოცნებამ გაუკეთა თავის ხალხს მობილიზაცია, რომ ყველა შემთხვევისთვის ნაციონალებისთვის არ დაეთმოთ მოედანი.
ერთგვარი საპირწონე ძალა შეექმნათ უბნებზე.
რას აპირებდნენ ნაციონალები არავინ იცის, სკორეე ვსეგო არც არაფერს, მაგრამ იქ ადგილზე როცა ბევრი ცხელთავიანი და არც თუ ისე დიიდ ჭკუის პატრონი ადამიანები არიან შეკრებილი. ორივე მხრიდან.
ვიღაცეები ნაცების დროს ტაკოში ნახმარი, ნაცემი ან ბიზნესწართმეული და გამწარებული ოცნების აქტივისტები არიან
მეორე მხარეს "ნაგლი" ნაცები,
ვისა ბიჯო, გამიშვი-გამატარე
და ბოლოს ვიღაცას უმტყუნა ნერვებმა, და შემოარტყა პადლეცი მელიას და მერე უკვე აირია მონასტერი.
შედეგად მივიღეთ ის, რომ ადგილზე ვერ გააკონტროლა ოცნების კორდინატორმა სიტუაცია და აიჭრა პონტი.
საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა ეს ინციდენტი "შეეწერა" მთავრობას.
იმიტომ რომ ვერ უზრუნველყო საარჩევნო პროცესის მშვიდად წარმართვა.
პასუხს კი მოთხოვენ საარჩევნო შტაბს, რომელმც მოახდინა ამ ხალხის იქ მობილიზაცია.
დანარჩენი კი კლასიკაა უკვე,
მიდის პიარში ჭუჭუების დატოლება.
ხოდა ახლა ცდილობს ქართული ოცნება და მისი საარჩევნო შტაბი, რომ როგორმე გამოძვრეს ამ სიტუაციიდან და სტრელკები ნაცებზე გადაიტანონ.
ნაცები კიდე რა თქმა უნდა ხმის ჩახლეჩამდე ყვირიან რომ ზონდერები, სპეცები, გვკლავენ.
ეს არის და გორის ციხე.
პ.ს. საიდან ინფო და როგორ არ დაიწყოთ.
ეგრე იყო
This post has been edited by Codex on 22 May 2016, 20:34