#47893801 · 23 May 2016, 17:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Hermyon
QUOTE | დემოკრატიული გზა და კოჰაბიტაცია რომ აირჩიეს მაგიტომ არიან ოქტომბრისთვის საშიშროების ქვეშ |
იმ ქვეყანას რა ვუთხარი, რომელიც მშვიდობისა და დემოკრატიის გზას არ ირჩევს. სისხლის, შურისძიებისა და ძალადობის გზის არჩევა ჩვენი ქვეყნისათვის სამუდამო დასამარების გზა იქნებოდა, არის და იქნება - ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში.
ჩვენი ქვეყნის ამოცანაა ვიცხოვროთ პოლიტიკურად, ეკონომიკურად და სოციალურად თავისუფალ სახელმწიფოში, სადაც შენი აზრი ფასობს, განსხვავებულია იგი თუ არა. მე და დარწმუნებული ვარ აბსოლუტურ უმრავლესობას იმ ქვეყანაში ცხოვრება არ გვინდა, რომელშიც სხვადასხვა აზრს არა ცივილური მეთოდებით შეეკამათებიან, იმსჯელებენ და გაიაზრებენ, არამედ ჩაახშობენ, იძალადებენ და დააკავებენ.
იმიტომ დაინგრა საბჭოთა კავშირი, რომ ასეთი ამაზრზენი და მოძალადე სისტემა იყო და ახლა ამის აშენებას რატომ უჭერ მხარს არ მესმის.
|