სად შეიძლება პროექტის ნახვა?
ბიძინა ივანიშვილი 4 წლის წინ გაცემული დაპირების შესრულებას იწყებს – ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქი დაარსდება
10:20 24.05.2016 ბიძინა ივანიშვილი 4 წლის წინ გაცემული დაპირების შესრულებას იწყებს – ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქი დაარსდება
ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ მიერ 2012 წელს გაცემული წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას იწყებს.
საუბარია ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტზე, რომლის გახსნასაც ქალაქის საზოგადოების ერთი ნაწილი აქტიურად ითხოვს და ამ მიზნით თვეებია სხვადასხვა აქციას აწყობს.
მათ საინიციატივო ჯგუფი "ტექნოლოგიური ინსტიტუტი ქუთაისს" შექმნეს, რომელიც მუდმივად შეახსენებდა მმართველ ძალას იმ დაპირებას, რომელიც მან საზოგადოებას 2012 წლის არჩევნების წინ მისცა.
წინასაარჩევნო პერიოდში, 2012 წელს, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქად ქცევის დაპირება ქუთაისელებს ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილმა მისცა.
„ქუთაისში დავაარსებთ საუნივერსიტეტო ქალაქს, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინფრასტრუქტურით. რომელსაც ისეთი მნიშვნელობა ექნება საქართველოში, როგორც გელათის აკადემიას ქონდა დავით აღმაშენებლის დროს," - განაცხადა ივანიშვილმა ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ, ქუთაისში გამართულ ერთერთ აქციაზე.
მას შემდეგ ამ საკითხზე არავითარი სიახლე არ გაჟღერებულა.
„კომერსანტმა“ აღნიშნულ თემაზე არაერთი პუბლიკაცია გამოაქვეყნა, თუმცა კონკრეტული პასუხი, აპირებდა თუ არა ხელისუფლება აღნიშნული დაპირების შესრულებას, ვერ მივიღეთ. აქედან გამომდინარე მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება იყო შესაძლებელი, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის გახსნას აღარ გეგმავდა.
ფონდ „ქართუშიც“ ცალსახად აცხადებდნენ, რომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა თბილისში იგეგმებოდა.
გუშინ კი, ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტის პრეზენტაციაზე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას მოულოდნელი განცხადება გააკეთა:
„შეაფასეთ რა კეთდება, დაელოდეთ სექტემბერს, ეს არის ნაწილი იმ დიდი პროექტის. ეს არის სამეცნიერო ნაწილი, მეორე ნაწილი სექტემბერში გაიხსნება ქუთაისში, საუნივერსიტეტო ქალაქი. ნახეთ რა პროექტი იქნება, მერე შეაფასეთ ქუთაისში, აი ამის აშენებას ვაპირებდი მე. მერე ჩაბრძანდით ბათუმში და ნახეთ ის სასაცილო შენობა, რამდენად ესადაგება ამ სახელს. ჯობდა არ გაენადგურებინათ მეცნიერება, როგორც გაანადგურეს მათ და თავის დროზე ყურადღება მიექციათ. საუბედუროდ დღევანდნელ ბიუჯეტსაც არ აქვს ამის საშუალება და იცით, რომ ძირითადად კერძო დაფინანსება მიდის. ეს ძალიან მძიმე იქნებოდა დღევანდელი ბიუჯეტისთვისაც. რა უქნა ნაციონალურმა მოძრაობამ მეცნიერებას, რეალურად გაანადგურეს, იმის შემდეგ რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, ყურადღება დაეთმო მეცნიერებას და ეს გაგრძელდება. ახალი გუნდი ახალი ძალებით ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დავიბრუნოთ ის ღირსება, რაც ჩვენს მეცნიერებას ჰქონდა.“
„კომერსანტი,“ ცხადია, თემის დეტალების გარკვევას შეეცადა. „ქართუ ჯგუფში" განაცხადეს, რომ ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობისთვის რამდენიმე ადგილი განიხილება.
ფონდში გვითხრეს, რომ ამ დროისთვის ქუთაისში ადგილის შერჩევის პროცესი მიმდინარეობს.
„თბილისში, რისი პრეზენტაციაც მოხდა, არის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, ეს იქნება გარკვეული სამეცნიერო ცენტრი, აქ კვლევებს ჩაატარებენ სტუდენტები, მაგისტრები, მეცნიერები. რაც შეეხება ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, ეს იქნება საგანმანათლებლო ნაწილი"-აცხადებენ „ქართუში".
დეტალებზე არ საუბრობენ არც ქუთაისის მერიაში. მათი განმარტებით, ის, რისი თქმაც ამ დროისთვის შეუძლიათ არის ის, რომ პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს.
საინიციატივო ჯგუფის "ტექნოლოგიური ინსტიტუტი ქუთაისს," წარმომადგენელი მალხაზ ფხკახაძე აცხადებს, რომ ეს არის ხელისუფლების ბოლო შანსი, რათა ქუთაისის ზურგშექცეული მოსახლეობა შემოაბრუნონ.
„ეს ასევე არის ისტორიული შანსი, რომელიც არ უნდა იქნას ხელიდან გაშვებული არცერთი გონიერი ადამიანის მიერ, რათა ქალაქს და მთლიანად რეგიონს მიეცეს განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივა, ჩვენ გვჯერა, რომ ყველას ეყოფა გონიერება და ამ შანს არ დააკარგვინებენ ქალაქს"-აცხადებს ფხაკაძე.
დიღომში ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობის განხორციელება გუშინ დაიწყო. ინსტიტუტი ეპოქალური მნიშვნელობის პროექტია ჩვენი ქვეყნისთვის, - ასე შეაფასა გიორგი კვირიკაშვილმა პროექტის მნიშვნელობა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოში იწყება იშვიათი, ძვირადღირებული, ძალიან პერსპექტიული პროექტის განხორციელება, რაც დიდ სიკეთეს მოუტანს როგორც ჩვენს ხალხს, ისე მთელ რეგიონს.
„დარწმუნებული ვარ, ჩვენ ძალიან მალე დავამტკიცებთ, რომ შეგვიძლია ჩვენი წვლილის შეტანა მეცნიერების და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების საქმეში,", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პროექტის ჯამური ღირებულება 500 მილიონი ევროა.
ავტორ(ებ)ი : სოფო ქსოვრელი
http://commersant.ge/?m=5&news_id=37093&cat_id=5&lng=geoარადა, მაგარი იქნება.
არადა, აშენდება (იფუნქციონერებს)? კი

თუ მასაც პარლამენტივით დაემართება?
This post has been edited by Lаki on 24 May 2016, 19:02
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3