#48253525 · 3 Jul 2016, 01:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (annavita @ 27 Jun 2016, 12:30 ) | maxo127 სალამი.
QUOTE | თავისი ადგილი მას აქვს თეორიაში, მაგრამ განხილულია არა როგორც რამე თავისთავად არსებული და რაიმე პროცესებზე ზეგავლენის მომხდენი, არამედ როგორც ცნობიერების შედეგი |
ცნობიერების შედეგია თქვენი თეორიაც. და ზოგადად ყველაფერიც. მითხარით რაიმე, ადამიანის მოღვაწეობაში რაც ცნობიერებიდან გადის. ასე რომ თქვენი პასუხი პასუხად ვერ ჩაითვლება.
|
არ არის ეგრე - ყველაფერი როგორაა ცნობიერების შედეგი? თეორია ცნობიერების შედეგია ცხადია, მარა რასაც ის თეორია იკვლევს არაა ცნობიერების შედეგი - ობიექტური კანონზომიერებაა. თეორია "აღმოაჩენს" ობიექტურ კანონზომიერებებს, რომელთა გამო ცივილიზაცია ვითარდება სწორედ ასე და არა სხვაგვარად, იმისგან დამოუკიდებლად აცნობიერებს ამას ვინმე თუ არა. ისევე, როგორც ნიუტონს ჯერ კიდევ მანამდე დაეცა ვაშლი, სანამ მიზიდულობის კანონს გააცნობიერებდა.
ამ კანონზომიერებების ჩამონათვალში კი არ შედის ხელოვნება. არც რელიგია. არც მეცნიერება. ესენი - სუ კომბოსტოებია. ამ თეორიისთვის. ისევე, როგორც ბორბალი, როიალი ან рюмка коньяка с ломтиком лимона. ესაა და ეს.
QUOTE | ერთ მარტივ კითხვას დაგისვამთ და თუ შეიძლება მიპასუხეთ გეთაყვა. smile.gif
ავიღოთ ფენომენი, რომელიც ვთქვათ, მინიმუმ 2 000 წელს ითვლის, როგორიცაა მაგ. ჩვენთან ყველაზე "ახლოს" მყოფი უძველესი ტრადიციული მრავალხმიანობის ნიმუში, სიმღარა, რომელსაც ასრულებს 3-4 ადამიანი ერთდროულად და მათი "პარტიები" არის აბსოლუტურად სხვადასხვა. განსხვავებული. ერთმანეთთან საერთო არა აქვთ რა ცალ-ცალკე რომ მოუსმინოთ. შეკითხვა:
ამ ადამიანებმა წინასწარ მოითათბირეს, ცალ-ცალკე შეიმუშავეს ეს "პარტიები" და შემდეგ შეაერთეს, თუ ერთბაშად დადგნენ ასე, ერთმანეთის გვერდით და ერთი მაგრამ სრულიად განსხვავებული სამხმოვანება გამოთქვეს როგორც მთლიანი, განუყოფელი, ერთი ორგანიზმი? |
არც ერთი და არც მეორე. არ დავიწყებ ეხლა - რატომ მეკითხები და რამე - მივიღებ გულუბრყვილო სახეს და გიპასუხებ, როგორ წარმომიდგენია სამხმიანი სიმღერის "აღმოცენება": წამოიწყო ერთმა სიმღერა. მიუერთდა მეორე, მაგრამ გუნდივით კი არ გაყვა - მეორე შემოსძახა; ეს მისეული ხედვა იყო ამ მელოდიის, თუ მუსიკალური ინტუიცია, თუ კიდევ სხვა რამ - ამას არა აქვს მნიშვნელობა (როცა იმაზე ვლაპარაკობთ, როგორ [და არა რატომ] გაჩნდა სამხმოვანება). იქვე მესამეც გაეძრო და - ამას ერთი კაი ბანიც უნდაო - და მოსცხო მესამე.
Queeestion
QUOTE | დავსვი ერთად-ერთი შეკითხვა: რა/ვინ არის თქვენი დოქტრინის პირველ-წყარო/ები და რატომ არ არის იგი/ისინი წარმოდგენილი? ... 1. ქართული ფსიქო-ტიპის უზნაძისეული და თქვენეული ხედვა სრულიად განსხვავებულია. 2. უზნაძეს რომ გაჰყოლოდა, ქართველი უდავოდ ანგლო-საქსი ან დოიჩე გახდებოდა. 3. თქვენეული «მართვის მანიის» ფსიქო-ტიპი უფრო ახლოა ქართველთან. |
რატომღაც მე არა ვთვლი თეორიისთვის ასე მნიშვნელოვან გარემოებად იმას, თუ რა წყაროს ეყრდნობა თეორია, და რატომ არის ეს კრიტერიალური. თუმცა ცხადია, რომ ყველაფერი რაღაცას ეყრდნობა, მაგრამ ძნელია აქედან რაიმე დასკვნის გამოტანა. რაც შეეხება შენიშვნებს - 1. უზნაძეს არ ჰქონია დაყოფილი ფსიქოტიპები ქართულად და ასე შემდეგ, ის უფრო ზოგად და ფუნდამენტურ საკითხებს ეხებოდა, რომლებიც საერთოა ყველასთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის ალბათ განწყობის საკითხი იყო. ნოოლოგიაში ერთერთი ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ეს არის ჩემთვის ცნობილი პირველი (წარმატებული) მცდელობა ერების (და მათი წარმომადგენლების) დაყოფისა ფსიქოტიპებად. 2. ამაში ვერაფრით დაგეთანხმებით თუნდაც იმიტომ, რომ ვერც ქართველი და ვერც სხვა ვერსად "გაჰყვება" უზნაძეს - ის მხოლოდ ახასიათებს ადამიანს, არც ქმნის მასში რამეს და არც საითმე მიჰყავს (აღზრდის მომენტებს თუ არ ჩავთვლით). 3. ?
|