მესმის.

მეომარი ერთსადაიმავე დროს ძალიან მაღალი რანგია და თან ერთ-ერთი დაბალი რანგია

მეომარს ბრძოლა აქვს საკუთარ თავში არსებულ არასწორ ტენდენციებთან.
როცა ეს ბრძოლა მთავრდება, მეომრობაც განსრულდება და სამყაროს წინაშე ახალ რანგში/საფეხურზე/ ამოდის ძე კაცისა

ძე კაცისა ძალიან მაღალი რანგია.
მდედრობითში მეტად გამოიკვეთება ეგ ბუნება, რადგან დედათა ბუნება ისე ღრმად არ იძირება მატერიაში, როგორც მამრის.
ამიტომ იყო რომ ერის სამშვინველთან კავშირი დედით განისაზღვრებოდა ისრაელიტებში.
ამას სავსებთ აცნობიერებს ილია ჭავჭავაძეც, თუმცაღა - ის გაცილებით მაღალ ძე-კაცურის და ზე-კაცურის წარმომშობად მიიჩნევს დედას, და ამაშია /ამაშიცაა/ ილიას ზეგენიალობა: ადამიანში ღვთაებრივის მშობელი -ესაა დედური საწყისი! ილია წარმოუდგენელი სიმაღლეა
მას ნუღარ ვსტირით, რაც დამარხულა,
რაც უწყალოს დროთ ხელით დანთქმულა;
მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი...
ჩვენ უნდა ვსდიოთ ეხლა სხვა ვარსკვლავს,
ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი!
ჩვენ უნდა მივსცეთ მომავალი ხალხს!
- აქ არის, დედავ, შენი მაღალი
დანიშნულება და საღმრთო ვალი!
აღზარდე შვილი, მიეც ძალა სულს,
საზრდოდ ხმარობდე ქრისტესა მცნებას,
შთააგონებდე კაცთა სიყვარულს,
ძმობას, ერთობას, თავისუფლებას, -
რომ სიკეთისთვის გული უთრთოდეს
და მომავლისთვის ბედთანა ბრძოდეს...
მენდე, მიიღებს ნერგს, შენგან დარგულს,
და მოგვცემს ნაყოფს, ვით კაცი - კაცურს!
დედავ! ისმინე ქართვლის ვედრება:
ისე აღზარდე შენ შვილის სული,
რომ წინ გაუძღვეს ჭეშმარიტება,
უკან ჰრჩეს კვალი განათლებული.
............................
არსისეული მარადქალური საწყისი ოდესმე ყველა ძე კაცისაში შობს ძე ღვთისას
ეს არაა ერთ-ჯერადი ფაქტი,ეს განგრძობითი და განმრავლებადია... ცხადია იმ ერთ ეულისთვის, ვისაც აქვს მიღებული პოტენცია დაბადოს ქრისტე თავის თავში /"მე" - თქვენში ვარ"/
ამიტომ არსებობს რეინკარნაცია...
This post has been edited by annavita on 26 May 2016, 08:29
თქვენ ვერ ატევთ აღდგომის მისტიურ ფენომენს სწორ გრამატიკულ ფორმაში.
(c) დათიკო