ყველაზე დიდი ღლეობა ისაა, ყველას ფეხებზე რო კიდია ეგ ტერიტორიები უკვე საქარველოში და მაინც იხტიბარს რო არ იტეხავენ.
მთავრობას საერთოდ რამე გეგმა აქვს პრობლემის მოსაგვარებლად? ტერიტორიების დაბრუნებას ვგულისხმობ.
როდემდე უნდა ჭიმონ არ მესმის, რას ელოდებიან?
იმას არ დაველაპარაკებით, ამას არ დაველაპარაკებით, მაინც აზრი არა აქვს, რაზე უნდა ველაპარაკოთ და მსგავსი ღლეობები.
თითქოს თავისით დაბრუნდება ტერიტორიები, ან ვინმე ხონჩით მოგვართმევს.
უნდა ჩასულიყო ჩვენი დელეგია ჯერ რუსეთში და მერე მაგ რეგიონებში და ერთხელ და სამუდამოდ გაერკვიათ, ბოლო ბოლო რა უნდათ და რა შანსებია ამ პრობლემის მოსაგვარებლად. თუ რამე შანსი გაჩნდებოდა პრობლემის მოგვარების, უნდა დაეწყოთ მაგაზე მუშაობა, ხოლო თუ არანაირი შანსი აღარ იქნებოდა, მთლიანად უნდა ჩაეკეტათ საზღვრები და მაგით დამთავრდებოდა.
ეხლა კიდე რა გამოდის, თან ყვებიან ყველაფერში, უფასო მკურნალობა და ათასი რაღაცეები და ვითომც არაფერი, არც არავინ არ უფასებს ამას და ტყუილად წყალში გადაყრილი წვალებაა.
აქედან ჩასულ დელეგაციას, უბრალო ხალხთანაც უნდა ქონოდა იქ შეხვედრები და რაღაც საკითხები უნდა გაეხმაურებინათ, ყველანაირი მეთოდი უნდა იხმარონ, ყველა შანსი გამოიყენონ უნდა.
პ.ს. რასაც ქვია საერთოდ არაფერი კეთდება მაგ ტერიტორიების დაბრუნებისთვის და რო კითხოთ მერე, ხალხში მინელდა ამ ტერიტორიებისადმი დაბრუნების ინტერესიო. ამას პირველ რიგში ხელისუფლება უწყობს ხელს, როგორც წინა ასევე ესენი.
პ.ს.ს. აქაური დელეგაცია, სეპარატისტულ მთავრობასთან შესახვედრად რო ჩასულიყო, მაგ შეხვედრისთვის ჩასვლის გამოყენება შესაძლებელი იქნებოდა ხალხთან შესახვედრადაც, აი მანდ უნდა გაეკეთებინა მთავარი გასაკეტებელი ჩვენ დელეგაციას და ჩორტები უნდა ჩაეგდო ხალხში.
ანუ რაღაცეებს უნდა შეპირდე ხალხს, ოღონდ ძალიან ფანტასტიკაც არ უნდა დახატო. მითუმეტეს ეს უფასო მკურნალობაც მოიშველიო, მასე ხდება ხალხი გადმობირება. რამდენიმე ესეთი შეხვედრა უპერსპექტივოდ დარჩენილ ხალხთან და ნელნელა თვითონ ეგ ხალხი მოუდღნავდა ტვინს იქაურ სეპარატისტულ მთავრობებს რომ რამე გავაკეთოთ და მოვაგვაროთ ურთიერთობა საქართველოსთანო.
ყველა იმპერია და სახელმწიფო ხალხის გადმობირებით იწყებს საქმის კეთებას, თუ რეალურად უნდათ საქმის გაკეთება. მხოლოდ ჩვენთან კეთდება ყველაფერი უკუღმა და გაბოროტებულ ხალხს კიდევ უფრო აბოროტებენ და ეჯღანებიან
აღიარეთ მაშინ რომ არ გინდათ და არ გაწყობთ ტერიტორიების დაბრუნება და მაგით დამთავრდება, რაღას ცირკაჩობთ კამერების წინ
This post has been edited by tb-seli on 26 May 2016, 20:36