უშნოდ, უნიჭოდ და უსიამოდ უნდა ვიხუმრო სარკასტული ღრენით:
საინტერესო და ფრიად აღმაშფოთებელი განცხადებაა!
მაშასადამე თავად ოცნებაში აღარც თავადაა და არც თავად ბიძინას მოიაზრებს...სხვებზე აღარაფერი რომ ვთქვათ.
და თუ ისევ მოიაზრებს --- პირდაპირ უტვინოებად და ჭკუამოუკითხველებად აცხადებს ყველას ოცნებაში, ვისაც კი პოლიტიკოსობაზე ნამცეცი პრეტენზია მაინც აქვს.
დიდი ხუხა პირდაპირ საასათიანე ჭკუა-არმოსაკითხებად აცხადებს ოცნებას თავის დამფუძნებელ-ლიდერებიანად.
დიდი ცოდნა უნდა ამას, რომ იცოდე ვის და რატომ არ მოეკითხებათ ჭკუა..
მარაა... სახელმწიფოს მართვასა და საკანონმდებლო უმრავლესობაში წამლად არაარსებული ჭკუამოსაკითხი პოლიტიკოსი იმასა ჰგავს, როგორც ფეშენებლური ზოოპარკი ძვირადღირებული მომსახურე-მომმარაგებელი პერსონალით და მართვის ადმინისტრაციული გაბერილი შტატით და ამ დროს მთელ ზოოპარკში წამლად არ იყოს არცერთი ნადირ-ფრინველ-ქვერწარმავალი პეპლების ჩათვლით...
ანდაც წარმოიდგინეთ უზარმაზარი ცირკი, სავსე მაყურებლებით, რომლებმაც სოლიდური თანხები გადაიხადეს წარმოდგენაზე დასასწრებ ბილეთებში და...უკრავს ორკესტრი, ანთია რამპის ჩირაღდნები და ფაფუუუ..სადაა საცირკო დასი...არავინაა გამომსვლელი პუბლიკასთან.
ამ დროს გამოდის ცირკის დირექტორი და ამბობს:
ბატონებო და ქალბატონებო!
დამსწრე საზოგადოებავ და ბავშვებო, მოზარდებო, ცირკის ყველა მოყვარულებო:
დღეს თქვენ ხართ წარმოდგენის დასი სრული შემადგენლობით და გთხოვთ არენაზე!
ასევე გთხოვთ დაიცვათ რიგი და ჩაეწეროთ გამომსვლელების სიაში ნებისმიერი სტატუსით, რომელიც დამახასიათებელია საცირკო წარმოდგენებისათვის.
ლომების და ვეფხვების ადგილები შეზღუდულია და არენაზე გასვლამდე სასურველია არჩეულთა ვოლიერებში, კულისებში დაელოდოთ გამოსვლათა რიგს.
თქვენი გაწვრთვნა მოხდება ვოლიერშიც და არენაზეც.
წარმატებული გამომსვლელებისაგან დაკომპლექტდება საგასტროლო დასი, რათა ფართოდ გავუზიაროთ დანარჩენ მსოფლიოს ჰომოზოოპარკის შექმნის აუცილებლობა, რადგან ცირკიდან პენსიაში პირდაპირ ჰომოზოოპარკში განწესდებიან წარმატებული და სტაჟიანი ,,ცირკაჩები" პრემიალური ბონუსებით.
ცხადდება კონკურსი დამსახურებული კლოუნ-მასხარის ვაკანსიაზე ცირკის და
ჰომოზოოპარკის აქციების წილობრივი პაკეტის ფლობით!
მიესალმეთ ცირკის სამეფო ლოჟას და მასში მჯდომერე უჭკუოთა დიდ სპონსორს და ქველ მეცენატს --- ქოსე ხუხაინ იდიოტ პირველს!
სიტყვის ბოლოს კონფერენსიემ ძალუმად დაიყროყინა და ამით აუწყა დამსწრე საზოგადოებას, რომ ყროყინა ზებრას ადგილი უკვე დაკავებულია!
აგუგუნდა ორკესტრი დაპირებული ასი საწაროსავით და გაისმა ჰიმნიც:
იქნება, იგეგმება, აშენდება აუშენებელნი მომავალში!
ჩვენ კი დავტკბეთ აწმყოთი და მისი ვაკანსიებით --- მშობლიურ ნეპოტისტურ ჯუნგლებში
და აღმართა მეწამული დროშა, რომელიც ,,პროპელიორით" აფრიალდა და ყველამ იხილა მასზედ გამოსახული ანაკონდის ლივლივი....
(ცხოველთა ფერმის ზეციდან ნასროლი იჯდეირაოს გენიალური ქართული ვარიაციიდან)
This post has been edited by triumpi on 28 May 2016, 02:44