goglimogliმეგობარო
ყველაფერი არის განვითარებისა და დროის თემა.
იქნება თანდათან ყველაფერი
აუცილებლად.
მთავრია ქვეყანას ახალი გარე და შიდა კონფრონტაცია არ დაემუქროს.
უბრალოდ ჩვენ ცოტა მოუთმენელი ხალხი ვართ (სამხრეთული ტემპერამენტი თავისას შვება მაინც) და თან სუფთა ადამიანურად გვინდა, რომ მალე მოხდეს ცვლილებები.
ვერ მოხდება სამწუხაროდ მალე.
სასტიკად მაღიზიანებს ზოგიერთი ,,ინწელქტუალის" მოთქმა ბანძ ქართველ ერზე.
ქართველი ერი არაა ბანძი.
ჩვეულებრივი ერია, რომელსაც ნორმალური განვითარების გრძელი გზა აქვს გასავლელი.
რაც არ უნდა ცუდად ჟღერდეს, არ უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველოს დამოუკიდებელ, ერთიან სახელმწიფო ორგანიზმად არსებობის გამოცდილება თითქმის ნულს უტოლდება, ფაქტიურად მე-15 საუკუნის 30-იანი წლებიდან მოყოლებული ვიდრე 1991 წლამდე ამისი ფუფუნება არ გვქონია (1918-21 წლების მცირე გამოცდილებას თუ არ ჩავთვლით).
პოლიტიკური კულტურა გვაქვს აქედან გამომმდინარე (და არა იმიტომ რომ ბანძი ერი ვართ) ძალიან დაბალი.
ერთბაშად არავის არ აუშენებია ქვეყანა.
დასავლეთ ევროპაზე რომ სველდება ხალხი, გადახედონ წყაროებს და თავად ნახავენ, მაგ ქვეყნებშიც კრიზისული სიტუაციების დროს რამდენი ნეხვი ამოტივტივდა!
ყველას ყავდა თავისი კუუსინენი, პეტენი და მათი მსგავსნი!
საფრანგეთის ოკუპაციის შემდეგ, პარიზში, გესტაპოსს შენობაზე აბრა იყო გამოკრული, დასმენებს არ ვიღებთო. მიუხედავად ამისა გესტაპო ვერ აუდიოდა ფრანგების მიერ ფრანგებზე დაწერილ დასმენებს.
ასეთი ფაქტის მოძიება უამრავის შეძლება.
მაგრამ ვინმე იტყვის რომ ფრანგი ან ფინელი ერი ბანძია?
ასეა აქაც
ჩვენ ვსწავლობთ

ნელ ნელა ვისწავლით...
ბევრ შეცდომასაც დავუშვებთ..
ბევრს სწორადაც გავაკეთებთ..
მაგრამ ყველაფერი საბოლოოდ იქნება კარგად