ჩემს მოკრძალებულ აზრს დავწერ..
ჩვენი თაობისგან განსხვავებით (80-90 იანები), ახალ თაობას სხვა რეალობაში და სხვა ინტერესებში უწევს ცხოვრება.
ჩვენ დროს ის რეალობა იყო, როცა პოლიტიზირების ხარისხი მაქსიმუმს აღწევდა+აფხაზეთის ომი. ამიტომ, გინდა თუ არა, პოლიტიკის მიმართ გულგრილი ვერ იქნებოდი.
ახლანდელ თაობას გაუჩნდა გაცილებით დიდი არჩევანი. ნაკლებად აინტერესებთ პოლიტიკა. მეტად აინტერესებთ გართობა და თანამედროვე გაჯეტები, სოც. ქსელები და ა.შ
ბევრმა არც იცის რა ხდება ქვეყანაშიც და მის გარეთ. რა თქმა უნდა ნორმალურ და წყნარ ქვეყანაშიც ასე უნდა იყოს.
თინეიჯერთა დიდი ნაწილისთვის რუსეთი, რუსულ პაპსასთან და ირინა შეიკთან უფრო ასოცირდება, ვიდრე მედვედევთან, პუტინთან, ან შოიგუსთან. არც დნრ აინტერესებთ და არც ლნრ.
ასე, რომ მოცემულობა ისეთია, რომ პროპაგანდისტული ომი მიდის და ფრონტი გადის პოპ კულტურაზე.
ისიც ფაქტია, რომ რუსები, სწორედ კულტურული გავლენის გაზრდისთვის დიიიდ ფულს დებენ. ფსევდო-გლამურული შოუებით და ზიზილ-პიპილოებით, ისე წარმოაჩენენ რუსეთს, თითქოს ბიდლოსტანი კი არა, განვითარებული, ევროპული ქვეყანაა.
ამ დროს რას ვაკეთებთ ჩვენ?
რას და...
1)თურქული სერიალები, ინდური სერიალები, ვითომ თამამი და გლამურული საცოდაობები-თოქ-შოუებად წოდებული.
2) ქართული საკაბელო და IP ოპერატორები გამოძეძგილია რუსული არხებით.
3) ჩვენებური პაპსა ისედაც მკვდრად შობილი იყო.
4) ქართულ არხებზე ნორმალური ფილმები თუ გადის, საშინელი თარგმანით და ხალხს ისევ რუსულ საიტებზე და არხებზე ურჩევნია ყურება.
5) მცდარი შეხედულებაა, რომ ქართველმა ახალგაზრდობამ რუსულზე უკეთ ინგლისური იცის. არა ბატონო, რუსული კვლავ რჩება დომინანტ ენად, თუნდაც იმის გამო, რომ ოჯახის უფროსმა წევრებმა, რუსული იციან. ინგლისურს კი, რეგიონებში სკოლაში როგორ ასწავლიან, თქვენც კარგად იცით. რეპეტიტორის გარეშე, "ზის იზ ე თეიბლ" დონეს ვერ გაცდები.
დაამატეთ ამას ფსევდო პატრიოტული და ფსევდო-რელიგიური რიტორიკა მასონებზე, გეიროპაზე, ბოდვები "დალესის დოქტრინაზე" და მივიღებთ დღევანდელ შედეგს.
პოზიტივებიდან:
სექსები არაფერ შუაშია. რაც დრო გადის, ქართველ თინეიჯერებს სულ უფრო ნაკლებად ჭირდებათ ნატაშების დახმარება მაგ საქმეში. სამამულო ეროტიკა პირველ გაუბედავ ნაბიჯებს დგამს მაგ მიმართულებით
რელიგიაც სულ უფრო ნაკლებად აინტერესებთ. აქედან გამომდინარე, "სარწმუნოებას გვართმევენ" ლოზუნგები სულ უფრო აკლებად მუშაობს მაგათში. ბევრი კი პოზიორობს, მაგრამ მჯიღის ცემა, სადღეგრძელოებს იქეთ არ მიდის.
რჩება მთავარი პრობლემა.
ჩვენ უნდა შევძლოთ და რუსული პოპ-კულტურის ალტერნატივა უნდა შევთავაზოთ ქართველ ახალგაზრდებს. ოღონდ თურქული სერიალების სახით არა.