ყოველ თქვენს კომენტარში ცხადად იგრძნობა, რამხელა ღვარძლი
და ბოღმა გიდუღთ გულში. გასაგებია - 30 წლით გსურდათ მოსვლა
საქართველოს პოლიტმართვაში და ამ ,,ხიხო, ტლუ, გოიმმა ოლიგარქმა''
პანღურცემით გამოგყარათ საფიხვნოდან - მაგრამ, თეთრისა და შავის,
უარყოფითისა და დადებითის გარჩევაც ნაბანს გადააყოლეთ?
იცით, რა განსხვავებაა ჩემსა და თქვენს შორის?
მე ვხედავ იმ პოზიტივს, რაც მიშას პრეზიდენტობის დროს მოხდა,
თქვენ და თქვენნაირები კი აბსოლუტურად ყველაფერს სანაგვეზე ისვრით,
მიუხედავათ მათი სარგებლიანობისა.
ამიტომ გაქვთ თქვენ და რუსთავი2-ს ასეთი მტკიცე სულიერი კავშირი.
რუსთავი2-ის ტენდენციურობაზე ლამისაა მთელი პატიოსანი ნაცელიტა საუბრობს.
ფორუმზე რაღა ხდება?
უბედურება მხვდა წილად, მეყურებინა ,,არჩევანი''-სთვის (ქართულ ტვ-ს არ ვუყურებ).
კიდევ ერთხელ განვიცადე ქვესკნელური კათარზისის ჭეშმარიტი ძალა...
ღმერთო, სად მოაგროვეს ეს ამდენი გაბოროტებული, გაავებული, გაწიწმატებული,
აპილპილებული, გაშლეგებული, გაცოფებული, გახელებული, თვითდაჯერებული,
მატყუარა, უზრდელი არსება-რევანშისტი? ან რას ბოდავდნენ, ან რაზე ქირქილებდნენ (ყალბად),
ანდა, საერთოდ, რას გავდნენ? ერთი ეს უდუმაშვილი მეგონა ცოტა ნორმაში და, ამანაც
რა იდიოტობა დააფრქვია ორი მოჩხუბარი ზესტაფონელის შესახებ... თან რა იყო იმაში
სასაცილო... თვით გაბუნიაც კი მიხვდა და შენიშნა კიდეც...
ან იმ მუმია ფარულავას და ელისო ჟაბოტინსკის ,,უნებლიე'' პაექრობა...
ან იმ ბოტოქსა ორუჯრედიანი ასათიანის ,,მრავალმნიშვნელოვანი'' ტირადა...
ანდა თავად იმ ინფანტა გვარამიას ისტერიული გამოხდომები...
და ბონუსად - სიმართლისთვის მებრძოლ-გულმკვდარი პოლიტიკური გვამების ჭაობიდან წუთიერი ამობუყბუყება...
რუსთავი2 - სიმართლის, თავისუფალი სიტყვის სადარაჯოზე...
კაციშვილს არ ეყო იმის ვაჟკაცობა, რომ ნაწილობრივი სიმართლე მაინც ეთქვა მაყურებლისთვის...
სინამდვილეში, იმიტომ არიან ასე გაშმაგებულები, რომ, ფაქტობრივად, ის კუნძულებიც განწირულია,
რომლის მომავლის იმედიც აქვთ შერჩენილი.
კუნძულებს ვეძახი, თორემ, რუსთავი2 (იდეოლოგიის ტირაჟორი), ილიაუნი და თავისუფალი უნივერსიტეტი
(მომავალ ნაცთა სამჭედლო) პირდაპირ ვულკანებია ამ კუნძულებზე...
სწორედ ამიტომაა ასაკრძალი ეს მოძრაობა, როგორც კომ.პარტია.
საერთოდ არ უნდა იარსებოს ამ მოღალატეთა, უსულგულოთა და ტერიტორიაგამნიავებელთა პოლიტძალამ.
შხამისა და გესლის დრო ისტორიას უნდა ჩაბარდეს ერთხელ და სამუდამოდ.
იარსებოს რუსთავი2-მაც, ოღონდ შხამისა და გესლის, ბოროტებისა და უხამსობის გარეშე.
ააა, ჰოო... მაშინ ის რუსთავი2 აღარ იქნება, არა?
ვჩპ...