NGO_ს მიერ დაქენსელებული სტალინის ლექსები.
კურთხეულ იყოს შენი სამშობლო
დედის ძუძუჲ დიდჭირნახული,
რომელიც არის შენი ტაძარი
რასაც შესწირე სამსხვერპლოდ გული.
კურთხეულ იყოს ის დედა ენა,
რომელიც გიყვარს ერთგულსა შვილსა
რომლითაც ნანა აკვანს გსმენია
ალერსს გაგონებს დედისას ტკბილსა!
სანამ დასავლით მზე არ ამოვა
და მისი სხივი არ გაშავდება,
მანამ ქართველი კაცის გულშიაც
შენი სახელი უკვდავ იქნება.
მამა-შვილობით ნება გვიბოძე
ლოცვა შევვედროთ ჩვენ ღმრთისმშობელსა,
რომ შენისთანა ბევრი გვაღირსოს
და შენ გაცოცხლოს მრავალსა წელსა
იარე დაუღალავად,
თავი ნუ ჩაგიკიდია,
გაჰფანტე ნისლი ღრუბლების,
უფლის განგება დიდია.
ნაზად შესცინე ქვეყანას
შენ ფეხქვეშ გადაჭიმულსა
მყინვარს დამღერე ნანინა,
ზევიდან გადმოკიდულსა.
კარგად იცოდე, რომ ერთხელ,
ძირს დაცემული ჩაგრული
კვლავ აღემართვის მთას წმინდას,
იმედით აღტაცებული,
მაშ, ტურფავ, წინანდებურად
ღრუბლებში გაიკაშკაშე,
ლურჯ კამარაზე საამოდ,
სხივები შეათამაშე.
მეც გადაგიხსნი საკინძეს,
და მკერდს მოგიშვერ მთვარესა,
ხელ-განპყრობილი თაყვანს გცემ,
ქვეყნად შუქ-მომფინარესა!"
ბოლო ლექსი.
"მხსნელო უფალო, საწადელი თუკი გამანდე,
თუკი საწუთროს მე მორჩილი - შენში მომანდობ,
თუ არჩევანი შენ ჩემს ბედზე დადე ფორანზე,
შენგან იმედი - შემოქმედად უნდა მომმადლო.
არ დაგცდენია სამდურავი შენ ჯვარზე დაღლილს,
და გაუძელი ბოროტების მახეს ტიალსაც,
შენ ჭირთა თმენით დაამცირე მსახვრალი ბადე
და გაძარცული დაუტოვე ეშმაკს მზირალსაც.
ჟამი მიმწუხრის, წასასვლელად უნდობლად მიხმობს
და მხოლოდ შენში მივენდობი ჩემს ბედს გამრიგედ,
თუკი ეს ზეცაც ხვალინდელი დილას მე მითმობს,
ჩემს ნამოქმედარს შენ მოგანდობ, ვით დღეს ხვალინდელს
This post has been edited by ჩხრამბურთლაძე on 27 Dec 2024, 17:54