#47975059 · 1 Jun 2016, 19:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
_thunderstorm_
| QUOTE | ქალს ,რომ სამი შვილი ჩააკვდება ხელში შიმშილის და სახსრების უქონლობის გამო და კიდე აჩენს ბავშვებს ,მე მაპატიეთ და ნორმალურ ადამიანად ვერ ჩავთვლი
|
ვერავის ამოუკერავ. ნებისმეირ ქვეყანაში ყოველთვის იარსებებენ გაუნათლებელი და უპასუხისმგებლო მშობლები.
მაგრამ ყველა ბავშვს აქვს სიცოცხლის უფლება, იმის მიუხედავად, თუ ვისგან არის გაჩენილი. აქედან გამომდინარე, ჯერ კიდევ მაშინ უნდა ჩარეულიყო სახელმწიფო, როცა ქალს ერთი ბავშვი გარდაეცვალა.
სოფელს იმიტომ ჰყავს გამგებელი, რომ ელემენტარულად, ის მაინც აღრიცხოს-ვინ იბადება და ვინ-კვდება და რატომ. რაიონს იმიტომ ჰყავს სოციალური სამსახური, რომ სულ მცირე, აღრიცხვაზე მაინც ჰყავდეს ეგეთი ხალხი.
საშინელებაა, როცა ამდენი ბავშვი კვდება იმის გამო, რომ მშობლებს მათი მიხედვის, მკურნალობის და კვების საშუალება არ აქვთ და ის უფრო საშინელებაა, როცა სახელმწიფო არაფერს და ვერაფერს აკეთებს ამის შესაჩერებლად.
--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur, venit mors velociter, rapit nos atrociter, nemini parcetur!
|