ეკლესიის მარადიული მღვდელთმთავარი არის თავად ქრისტე და ამას ვერავინ წაბილწავს იოტისოდენადაც კი.
რომელიმე ქვეყნის საპატრიარქო --- სულ ეშმაკებითაც რომ დააკომპლექტონ და სულ ნაავაზაკარი ფულითაც რომ ააშენონ ეკლესია-ტაძრები --- ჭეშმარიტად ქრისტესმიერს თვით ჯოჯოხეთის ბჭენიც ვერ შეარყევენ.
საპატრიარქოები და მღვდელთმსახურნი არიან მსახურნი ქრისტეს ეკლესიისა და ფასობენ იმდენად --- რამდენადაც გულწრფელად და პატიოსნად ემსახურებიან მაცხოვარს და მრევლს.
ამდენად --- მსახურთა რაობა არ და ვერ ცვლის ეკლესიის არსს და მის სიწმინდეს, თუნდაც უპატრონოდ მიშვებულს ეშმაკნი დაეპატრონონ და
ეკლესიის მსახურნი ვერასოდეს გაიგივდებიან ეკლესიასთან ისევე, როგორც შესაწირავი ვერ გაიგივდება სამსხვერპლოსთან.
ეკლესიის წინააღმდეგ კი არაა მოწოდებანი და მცდელობანი რომ განიწმინდოს იგი უღირს მსახურთაგან --- არამედ -სწორედ უღირსთაგან განწმენდა აძლიერებს ეკლესიის მადლმოსილებას და წმენდს ხერგილებს მისკენ სავალ გზაზე, მსგავსად ავადმყოფის კურნების გზისა, რაც უბრუნებს სიჯანსაღეს და ჯანმრთელობას სხეულს.
ეკლესიას ისინი ებრძვიან ყველაზე ბოროტად და მტრულად --- ვინც ხედავს და უშვებს მსახურთა რიგებში უღირსებს და დუმს ამაზედ თანხმობის ნიშნად.... მაშინ, როდესაც ზიარებულ-ხელდასხმულნი იქმნიან ამას --- ორმაგად სცოდავენ და პასუხსაც აგებნ როგორც საერო სასჯელნით, ასევე ეკლესიურით --- უდავოდ ორმაგად დამნაშავენი და სამმაგად პასუხისმგებელნი --- ღვთის, ერის და მრევლის წინაშე და ამგვარად მოწინააღმდეგეებს აძლევენ საშუალებას დაგმონ ისინი ეკლესიასთან გაიგივებით.
უღირსი მასწავლებელი სკოლასთან იგივდება, ან უღირსი აკადემიკოსი აკადემიასთან, ანდაც ჯარისკაცი არმიასთან?
რიცხავენ რიგებიდან ხომ უღირსებს და თუ არ რიცხავენ... --- რა ხდება?
გინდაც უღირსი ხელისუფლება არ გადადგება და არ ნიშნავს ვადამდელ არჩევნებს?
საიდან სადაო... --- მაშ!... საწმინდარიდან ნაგვის გატანა საწმინდარს ბილწავს და საწმინდარის წინააღმდეგაა, თუ პირაქეთაა?
სხვადასხვა რამაა პირიქითა და პირაქეთა.
წმინდა იმიტომაა წმინდა --- რომ ვერ აუწმინდურებენ და ამის მცდელნი თავად უწმინდურდებიან.
არ ეყოლებათ რიგებში უღირსები და ვერც ვერავინ აკადრებს ზედმეტს.. პირიქით --- სიყვარულს და ღირსეულ პატივს ეზიარებიან აქაც და იქაც!
სადაო და საკამათოა რომ უღირსთაგან განწმენდა აძლიერებს ნებისმიერ სიკეთეს და ასუსტებს უკეთურთა ასპარეზ-გავლენებს?
ასეა უბრალოდ და ნათლად!
***
კარგი ცხენი არ ირტყავს მათრახსაო და ცხენი პარლამენტში?
აჯობა ცხენმა გასამათრახებლებს?
ძველი ამბავია და ალბათ აჯობა მაშინ...ორფეხებს.
This post has been edited by triumpi on 2 Jun 2016, 22:20