m e r a
-------->

     
ჯგუფი: Members
წერილები: 9759
წევრი No.: 120275
რეგისტრ.: 31-August 10
|
#47995937 · 3 Jun 2016, 23:43 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ივანიშვილის მთავარი მინუსი ისაა, რომ ნაცმო შეინარჩუნა, და ამის გამო ის ხალხი გადააგდო, რომელსაც სამართლიანობა შეპირდა.
დიახ, ოცნებამ გადააგდო ამომრჩეველი, რომელიც სამართალს ელოდა!!!
დანარჩენს რაც შეეხება, ეკონომიკა და რამე-რუმე, მანდ არც გაიქცევიან და არც წაიქცევიან, დანარჩენ დარგებშიც ასე ნელ-თბილად, მთავარი პლიუსი კი დემოკრატიული გარემოა.
ესეც შესადარებლად დიდი დორბლიანის ფრაზები, რომელსაც ის უხვად არიგებდა:
,,ამ ზაფხულს ბათუმში სამ მილიონზე მეტი ტურისტი შემოვიდა ჩემი მიღწევების გამო", ,,ნატოში შესვლაზე ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, თამარი და ერეკლე ოცნებობდნენ", ,,მოსემ 25 წელი ატარა ებრაელები ეგვიპტეში", ,,საქართველოს ეკონომიკა თავისი დინამიკითა და პროგრესის მაჩვენებლით სინგაპურის დონემდეა ამაღლებული", ,,ჩვენ ძირფესვიანად დავამარცხეთ კორუფცია", ,,ბოლო 9 წლის მანძილზე სამშობლოს დაუბრუნდა 2 მილიონზე მეტი ჩვენი თანამემამულე", ,,პოსტსაბჭოთა ბანაკის ქვეყნებიდან ჩვენ გვყავს ყველაზე უძლეველი არმია", ,,რუსები გვესვრიან? აბა გაბედონ და კაი ჩიტსაც დაიჭერენ", ,,უგულავამ მეტროთი დაიწყო სიარული სამსახურში, იმისათვის, რათა ხალხთან უშუალოდ დაამყაროს კომუნიკაცია", ,,ჩვენ ვართ ახალი ტიპის, ლიბერალ-დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც ადამიანის უფლებები უმთავრესი ღირებულებაა", ,,მე ყოველ ღამე მესიზმრება ჩემი საცხოვრებელი სახლი სოხუმში და აცრემლებულს მეღვიძება ხოლმე", ,,ბათუმი და ანაკლია თავისი სილამაზითა და მიმზიდველობით ნიცასა და სენ-ტროპეს სჯობია", ,,ქალაქი ლაზიკა იქნება მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ულამაზესი მეგაპოლისი", ,,თბილისის საერთაშორისო აეროპორტი თავისი კეთილმოწყობით კენედის აეროპორტს უტოლდება", ,,პლეხანოვი მაგონებს პარიზს", ,,სად გვაქვს რუსეთზე მისაყიდი რაოდენობის ღვინო?!", ,,გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ: აფხაზეთი არასოდეს არ ყოფილა საქართველოს შემადგენლობაში!", ,,ჩვენი ინტელიგენციის უმეტესობას წარმოადგენენ ჩარეცხილები", ,,მესტია ბევრად უფრო სჯობია ალპებს", ,,თამარ მეფე ეთნიკურად ქართველი არ ყოფილა, ის ოსი იყო", ,,ჩვენ ავაგეთ ევროპული დონის ციხეები, სადაც ადამიანთა სრული რესოციალიზაცია ხდება", ,,ფრანგები სწავლობენ ჩვენგან, თუ როგორ უნდა მართონ ციხე", ,,ჩვენ გვაქვს უზარმაზარი მიღწევები სასამართლო რეფორმის კუთხით, რითაც გაოცებული არიან დასავლეთში", ,,ჩვენ მივიღეთ ყველაზე დახვეწილი კონსტიტუციური მოდელი, რომელიც ხალხის აზრს გამოხატავს", ,,სულ მალე, ხულოში გავხსნით ყველაზე მაგარ თხილამურების ქარხანას, რომელიც როსენგოლებზე და ატომიკებზე მაგარ თხილამურებს გამოუშვებს", ,,ქუთაისის ავეჯის საამქრო ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში", ,,ჩვენ მივიღეთ მაპზე უკეთესი, რომელიც ჩვენი დაცულობის და უსაფრთოების გარანტია", ,,ჩემს გენში ბაგრატიონების სისხლია", ,,ჰიბრიდულმა სიმინდმა ქართველ გლეხებს ორმაგი სარგებელი მოუტანა", ,,მე არასოდეს მიცემული სიტყვა არ გამიტეხია და ცხოვრებაში ყველაზე მეტად არ მიყვარს ტყუილი", ,,საქართველოში მედია ისეთი თავისუფალია, როგორც არასდროს", ,,სწავლის გაიაფებას მხოლოდ ოროსანი სტუდენტები ითხოვენ", ,,რუსთაველის გამზირზე გამართული მიტინგების ბრბო, ეს ის ხალხია, ვინც ზვიადი ჩამოაგდეს, ვინც სამოქალაქო ომი დაიწყეს და ეს ყველაფერი ერთ ქუჩაზე ხდება, ერთი ქუჩის ხალხი არიან ესენი, თორემ დანარჩენებს თბილისში საერთოდ არ აინტერესებს ეს საპროტესტო პროცესები", ,,აღდგომა - ეს არის სიკვდილის სიცოცხლეზე გამარჯვების დღესასწაული", ,,ყველამ ძალიან კარგად იცით რომ ყოველთვიურად მაქვს შემოსავლის პრობლემა და უკრაინაში სამგზავრო ბილეთის ფულს ხშირად მეგობრები მიხდიან", ,,მერაბიშვილი და ადეიშვილი გაღლეტილები არიან", ,,სოლიდარობა – ყველაზე უდიდესი და დასაფასებელი რამაა, რასაც მეოცე საუკუნეში “ეწეოდნენ”, ,, დამაცადეთ სამი-ოთხი წელი და წყალტუბოს ევროპაში ყველაზე მაგარ ქალაქად ვაქცევ", ,,როცა აღარ ვიქნები, მინდა ანაკლიაში მოაფინონ ჩემი ფერფლი", ,,ჩვენ ზანგები ვართ, აბა რატომ ვიქცევით ველურებივით? ამიხსენით", ,,გპირდებით, მე ამის გარანტიას და სიტყვას გაძლევთ, რომ 2009 წლის იანვარში ყველა ლტოლვილი დაბრუნდება სოხუმსა და ცხინვალში, არასოდეს არ მითქვმს არაფერი ასე კონკრეტულად და ეს საქმე ღმერთმა კი არ ქნას, ჩვენ ვიზამთ!", ,,პატარა პატრიოტებო, მე მართლა მინდა ერთმანეთი გაიცნოთ და სხვათაშორის ტყეები და ბუჩქები აქ საკმაოდ არის რომ გაისეირნ-გამოისეირნოთ", ,,ნულოვანი ტოლერანტობა და არანაირი პირობითი სასჯელი - ყველა ციხეში!", ,,უკვე წარმოებაც გვაქვს, აქამდე ირანულ კიტრებზე ვიჯექით", ,,კირკიტაძე არის ეროვნული გმირი", ,,რომელ კოლხურ ცხოველს გაგონებთ ვერა ქობალია?", ,,ვინმე მესხმა მელექსე შოთამ დაწერა რაბათის ციხეზე პოემა", ,,აღმაშენებელს 32 წელი დაჭირდა თბილისის გასათავისუფლებლად, ხოდა მეც მაცადეთ", ,,მზად ვარ უშიშრად მოვკვდე უკრაინისთვის", ,,ჩვენ (ნაციონალურ მოძრაობას) რომ გვაკრიტიკებთ, ცოტაოდენი ღვთისნიერება და წესიერება არ უნდა გქონდეთ?"
This post has been edited by m e r a on 3 Jun 2016, 23:47
|