Miss_Marpleუკაცრავად.

მე მაპატიეთ ვერ გაგიგეთ სწორად.

აქ კიდევ ერთ მშვენიერ ლექს დავამატებდი ბატონი რამაზ რამაზაშვილის უდიდესი შემოქმედებიდან ისე სხვათაშორის მეც ძალიან მომწონს სულს უხარია ეს ლექსები.
საქართველოს გზაზე დამიდგა ცხენი,
არ ვიცი, რად გამიწყრა ჩემი გამჩენი,
მაშინ ვთქვი, თუ საქმე წამხდარა ჩვენი.
მას შემდეგ თვალთაგან მდის ცრემლის ღვარი,
ვიღა გვყავს, ვინ დასცეს მტერსა თავზარი,
სადღა გვყავს დავითი, დიდი თამარი!..
საქართველოს გზაზედ მთა და ველია,
იმის სიმაგრენი - ციხე ძველია,
არ თუ დანგრეულა, არ თუ მცველია.
კახეთის ვეშაპნი და ქართლის გმირნი,
თუშ-ფშავ-ხევსურნი - სად არს ის პირნი,
სვან-მეგრელ-გურია, მათთან იმერნი.
მღელვარ ზღვაში ვარ და ვეძებ სათავეს,
ვეხვეწები მეხომალდეს, მენავეს,
ზვირთებმა დამტანჯეს, დამიმონავეს.
ჰაზირა ელის, რომ გაგვეღოს კარი,
ჩვენ დაგვეცა ქვეყნის მეხი მედგარი,
ველით, რომ წამოდგეს ცხენი დამდგარი.
რამაზ რამაზაშვილი 1969 წ.
უკაცრავად შევცდი ეს ლექსი აქვს დაწერილი 1970 წლის გაზაფხულზე. მე მაპატიეთ ფაქტიურად შეცდომაში შეგიყვანეთ.
შთამომავლობამ არ უნდა დაივიწყოს ბატონი რამაზის ეს უდიდესი შემოქმედება.
This post has been edited by qartveli1000 on 4 Jun 2016, 01:53