ეხლა დამაინტერესა, იმ გუნდებიდან ვისაც 90-იან წლებში ვაფარჩაკებდით ვინ გავიდა ევრო-2016-ზე:
ალბანეთი (სტატისტიკასაც გადავხედე, 8 გამარჯვება გვაქვს მაგათთან, 3 წაგება, 3 ფრე. ეგ გამარჯვებების ძირითადად 90-იანი წლების მონაგარი იქნება)
უელსი (3 თამაში და 3-ვე მოგება)
და რასაც ჰქვია კანტროლკა - ისლანდიაც გავიდა ევრო-2016-ზე.
არა ნუ ბაზარი არაა, საფეხბურთო ქვეყანა ვართ, უფრო მეტი და მეტი მილიონები ჩავყაროთ ფედერაციის ჯიბეში
ეხლა უბრალოდ ჩამოვწერ "ფარჩაკ" გუნდებს, ვისთანაც უარყოფითი ან თანაბარი ბალანსი გვაქვს:
1. აზერბაიჯანი (ეს ის ქვეყანაა, რომლის ცენტრალური სტადიონი მსაჯის სახელს ატარებს (ტოფიკ ბახრამოვი), სხვა გამოჩენილი ფეხბურთელი არ ჰყოლია) - 2 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება
2. კვიპროსი (1 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება)
3. ესტონეთი (2 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება)
4. საბერძნეთი (1 ფრე, 6 წაგება)
5. ისლანდია/ირანი - თითო თითო წაგება
6. ისრაელი - 1 მოგება, 2 ფრე, 3 წაგება
7. ტფუი ბლიაძ.... ყაზახეთი: 1 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება
8. ლატვია - 2 მოგება, 2 ფრე, 3 წაგება
9. ლიტვა - 3 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება
10. მოლდოვა - 4 მოგება, 2 ფრე, 4 წაგება
ისე, ღადაობისთვის, დადებითი ბალანსი გვაქვს შემდეგ გუნდებთან:
ალბანეთი (მაგრამ ეს დრო ჩაბარდა წარსულს)
სომხეთი (აქაც მეეჭვება ეხლა რამის თავი გვქონდეს)
უელსი (აქაც ძველი მონაგარია ძირითადად)
ეს ზედა სამეული უკვე ბევრად წინ არის რეიტინგშიც, ევროზეც გავიდნენ ალბანეთ-უელსი, ასე რომ აწი სტატისტიკით თუ დავიმშვიდებთ თავს.
ხოდა ვინ დარჩნენ ჩვენი დაჩაგრულები:
ფარერის კუნძულები
გიბრალტარი
ლიხტენშეინი
ლუქსემბურგი
მალტა
ხოდა რისი თქმა მინდა ამ სტატისტიკით, ეს სტატისტიკა მოიცავს ფაქტიურად 20 წელზე მეტ პერიოდს. როგორც ვხედავთ მართლაც მეთევზეების და ბანკირებისგან დაკომპლექტრებული სამოყვარულო ნაკრებების გარდა, სხვა დანარჩენ გუნდებთან უარყოფითი ან თანაბარი ბალანსი გვაქვს თამაშების მიხედვით. ხოდა რა ვიცი აბა, ვაგინოთ პაჯალასტა კობიაშვილს, კალაძეს, ქეცბაიას მარა ცოტა უფრო რთულად არის საქმე.
კიდო ფიქრობთ რომ საფეხბურთო ქვეყანა ვართ?
This post has been edited by Asmeta1084 on 4 Jun 2016, 12:48