#48049828 · 10 Jun 2016, 02:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
maxo127
QUOTE | საზოგადოებას ხომ შეიძლება ჰქონდეს თავისი ისეთი ნორმები, რომლებიც არაა (ჯერ, ან საერთოდ) გაწერილი სსკ-ში და კონსტიტუციაში? |
როგორც დუმბაძის რომანის პერსონაჟი გამომძიებელი ამბობდა, მანდ ცოტ-ცოტა ყველაფერია გათვალისწინებული  QUOTE | ეხლა. მთლად ჭეშმარიტების გასაღების სასულიერო პირებზე მინდობა არ შეიძლება ცხადია |
ჰოდა, მაგაშია პრობლემა ზუსტად. ამბობენ, რომ მათი პირით თვით უფალი მეტყველებს და ამიტომ, აქვთ უფლება, რომ საკუთარი შეხედულებისამებრ განსაჯონ ადამიანები. მათ შორის მაშინაც, თუ ეს ადამიანები მათ მსოფლმხედველობას არ იზიარებენ და არც მათ აღიარებენ ავტორიტეტად.
თორემ, საკუთარი მოსაზრების ქონის უფლება ყველას აქვს. შეიძლება, რომ კონკრეტულ სასულიერო პირს მიაჩნდეს ბოზად, მაგალითდ, თინა მახარაძე, მაგრამ არც იგივე სასულიერო პირს და საერთოდ, არც არავის არ აქვს უფლება, გამოვიდეს და საჯაროდ ჯვაროსნული ლაშქრობა მოაწყოს თინას წინააღმდეგ მხოლოდ იმიტომ, რომ ამ უკანასკნელს თავისი სექსუალობის შესახებ საჯაროდ საუბრისა არ რცხვენია.
--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur, venit mors velociter, rapit nos atrociter, nemini parcetur!
|