
ამ თემაში ერთი პოსტი დავწერე და მეტს არ ვაპირებდი, მაგრამ შენ პოსტს გამოვეხმაურები.
ქართულისგან ჩაგვრა არა, მაგრამ მეგრული და სვანური რომ ცუდ დღეშია, ზოგადად, ამის დანახვა არაა ძნელი.
იუნესკოს მიერ სვანური, ლაზური და მეგრული ენები შეყვანილია გაქრობის საშიშროების წინაშე მდგარი ენების სიაში.
მე პირადად მეგრელი ვარ, საკითხით დაინტერესებული ვარ, რამდენიმე წელია და ვიცი, რა მდგომარეობაშია მეგრული და როგორ იყო წინათ.
ჰოდა, ვხედავ, რომ რაც დრო გადის, სულ უფრო ნაკლებად გადაეცემა ეს ენა ახალ თაობებს.
ქალაქ ფოთში მეგრული თითქმის აღარ ისმის, თუ არ ჩავთვლით იქ ჩასახლებულ დევნილებს და უფროსი თაობის გარკვეულ ნაწილს.
აბაშის რაიონშიც ცუდ მდგომარეობაშია მეგრული. არის სოფლები, სადაც მეგრულად საუბარს ვერ მოისმენ.
მარტვილის რაიონის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე სოფლებშიც სულ უფრო ნაკლებად ლაპარაკობენ მეგრულად.
ქალაქ სენაკშიც არასახარბიელო მდგომარეობაშია მეგრული... იქ ახალგაზრდები აღარ კონტაქტობენ ერთმანეთთან მეგრულად. უფროსებშიც სულ უფრო თმობს პოზიციებს მეგრული.
ქალაქ ზუგდიდშიც უკან იხევს მეგრული.
ეს პროცესი არ შეჩერდება თავისით და თუ ასე გაგრძელდა, რამდენიმე ათეულ წელიწადში მეგრული ენა გაქრება.
ეს ყველაფერი გამოწვეულია ენის დაბალი პრესტიჟით.
თუ ენას პრესტიჟი არ აქვს, არაფერი იქმნება, თუ არ ისწავლება, სულ უფრო ნაკლებად გამოიყენებს ხალხი...
დღეს გლობალიზაცია სულ სხვა გამოწვევების წინაშე გვაყენებს.
არაა მართებული იმის თქმა, რომ აქამდე არ გამქრალა ეს ენები, სახლში ინახავდნენ და აწი რაღა გააქრობსო.
ადრე იყო სულ სხვა რეალობა.
სამეგრელოში უმეტესობამ მხოლოდ მეგრული იცოდა.
გლეხების დიდ ნაწილს არ სჭირდებოდა სხვა ენა, უბრალოდ.
ქართული უფრო იცოდა თავად-აზნაურობამ.
მანამდე ამ ენას ეკავა მყარი პოზიციები რეგიონში.
თან, უფრო იყო მიჯაჭვული თავის საცხოვრისს, თავის რეგიონს ადამიანი და არ უწევდა სხვა ენების სწავლა და გამოყენება.
არ იყო ინტერნეტი, ტელევიზია, გაზეთი, რადიო...
არ იყო საყოველთაო განათლება.
დღეს კი სულ სხვა რეალობაა.
სხვადასხვა ენების გამოყენება უწევს ადამიანს.
მეგრული კი თმობს პოზიციებს.
მშვიდად არ უნდა ვუყუროთ, თუ რა მოუვა ამ ენებს.
თანამედროვეობას უნდა ავუწყოთ ფეხი და ვიზრუნოთ შენარჩუნებაზე.
ენა ცოცხალი ორგანიზმია და კვება სჭირდება, ასე ვთქვათ.
თუმცა, რაღაც მოძრაობები არის.

მეგრულისთვის კეთდება რაღაცები ნელ-ნელა.
ითარგმნება უცხოური ნაწარმოებები, იწერება ამ ენაზე.
ბოლო წლებში გამოვიდა რამდენიმე წიგნი მეგრულ ენაზე
მათ შორის ,,პატარა უფლისწული", ,,შექსპირისეული მოთხრობები", პოემა ,,ვერემხუტუ", ლაშა გახარიას, გური ოტობაიას და სხვა პოეტების კრებულები და სხვა.
კიდევ რამდენიმე წიგნი მზადების პროცესშია.
2011 წელს დამტკიცდა მეგრული ვიკიპედია, რომლის ერთ-ერთი რედაქტორიც და ადმინისტრატორიც გახლავართ.
ეს არის ენის პოპულარიზაციის საქმეში გადადგმული ერთი ნაბიჯი.
6 437 სტატიაა მეგრულად ამ წუთისთვის და ყოველდღიურად ემატება.
ხდება ძველი, მივიწყებული სიტყვების მოძიება, გარკვეული სტანდარტების დანერგვა.
ეს ენები არის მემკვიდრეობა და მიმაჩნია, რომ სახელმწიფომ უნდა თქვას თავისი სიტყვა მათი შენარჩუნების საქმეში.
მხოლოდ ენის მატარებლები და დაინტერესებული პირები ბევრს ვერაფერს გახდებიან ხანგრძლივ პერსპექტივაში.
თუმცა, არ არის საუბარი სტატუსით ქართულთან გათანაბრებაზე, ან სკოლების მეგრულ ენაზე გადაყვანაზე, ან ზუგდიდში მეგრული უნივერსიტეტის დაარსებაზე.
ენის შენარჩუნებისთვის სხვა უამრავი მეთოდის მოფიქრება და დანერგვა შეიძლება.
ყველა ენაზე სხვადასხვა დროს დაიწყო რაღაცის შექმნა.
სანამ გვიან არაა, ჩვენ უნდა გავაქტიურდეთ მეტად.
როდესაც ნახავს ადამიანი, რომ არსებობს წიგნები, თარგმანები, საიტები და ა.შ.
როდესაც ნახავს, რომ სახელმწიფო ზრუნავს ემ ენაზე
სულ სხვანაირი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდება ენის მიმართ.
ანუ პრესტიჟიც აიწევს, აღარ ,,გაუტყდება" ახალგაზრდას ამ ენაზე საუბარი.
აგერ, ბატონო, ჩემი თემა და გამოკითხვა ამ საკითხზე:
ქართველური ენების შენარჩუნება-განვითარება
ლაზურ ენას რაც შეეხება, არიან ლაზი აქტივისტები, რომლებიც ცდილობენ ენის შენარჩუნებას.
ხშირად გამოსცემენ წიგნებს, გაზეთებს, აწყობენ ღონისძიებებს.
თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით რამდენიმე წლის წინ ლაზური დაამატეს სასკოლო პროგრამაში არჩევით საგნად.
ისე აკეთებენ საქმეს, როგორც შეუძლიათ.
ყველა ენაზე ვერ იქნება დიდი რაოდენობით რესურსი...
This post has been edited by ფორცხოლი on 6 Jun 2016, 15:23
. .